Digest Logo

🎥 უმძიმესი კადრები - ჟურნალისტს „პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის 50-მდე მონაწილე ფიზიკურად უსწორდება

1625484802
ძალადობის ამსახვეი კადრები

ტელეკომპანია „კავკასია“ ექსკლუზიურ კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს  „ფორმულას“ ჟურნალისტ რატი წვერავას „პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის 50-მდე მონაწილე ფიზიკურად როგორ უსწორდება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„რიონის ხეობის მცველები“ პრაიდის წინააღმდეგ თბილისში მოდიან

„გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ნებისმიერი აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან“- საპატრიარქოს სპეციალური განცხადება

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 4-5 გრადუსით

ცნობისთვის, „პრაიდის კვირეული“ საქართველოში 1-5 ივლისს იმართება. კვირეულის ფარგლებში სულ 3 ღონისძიება დაიგეგმა. 1-ელ ივლისს დოკუმენტური ფილმის კინოჩვენება გაიმართა, 3 ივლისს - პრაიდ ფესტივალი, კვირეულის მთავარი აქტივობის, „ღირსების მარშის“ ჩატარება კი 5 ივლის დაიგეგმა.

„ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ მობილიზებულები არიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები. მარშის გაპროტესტებისკენ მოწოდება გააკეთა საპატრიარქომაც. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის“ სახელით გაავრცელა განცხადება და 18 წლამდე ასაკის ბავშვებსაც მოუწოდა რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ.

5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ვითარება ამ დრომდე დაძაბული რჩება.