Digest Logo

ორი სიახლე დელტა შტამის წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტიანობასთან დაკავშირებით

1626871280
ბლოგერი ზაზა დობორჯგინიძე

ბლოგერი ზურაბ დობორჯგინიძე წერს რომ ახალი კვლევების მიხედვით,  სინოფარმით აცრა ისევე გიცავთ დელტა შტამისგან, როგორც ბუნებრივი იმუნიტეტი.ამავე პოსტში დობორჯგინიძე მოქალაქეებს სინოფარმის შემდეგ ბუსტერ დოზის გაკეთებასაც ურჩევს.

„ორი სიახლე დელტა შტამის წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტიანობასთან დაკავშირებით, რომლებსაც ამ მომენტისთვის ჯერ Peer Review არ გაუვლია.

დელტა შტამის წინააღმდეგ ანტისხეულების საშუალო მანეიტრალიზებელი ტიტრი 1.38-ჯერაა შემცირებული სინოფარმით აცრილებში უჰანის შტამთან შედარებით, რაც ნიშნავს, რომ სინოფარმით აცრა ისევე გიცავთ დელტა შტამისგან, როგორც ბუნებრივი იმუნიტეტი, ანუ კოვიდის გადატანა. თუ აიცრებით სინოფარმით, ჩათვალეთ, რომ კოვიდი დაგემართათ და გადაიტანეთ (დელტა შტამის წინააღმდეგ.)

მნიშვნელოვნად შემცირებულია „ჯონსონ & ჯონსონის“ ვაქცინის მანეიტრალიზებელი ტიტრი (4-5-ჯერ) რაც დაქვეითებულ ეფექტიანობაში აისახება. ანუ ვაქცინის ერთი დოზა საკმარისი აღარაა და საჭირო გახდება ასტრაზენეკას, პფაიზერის ან მოდერნას ბუსტერ დოზები J & J-ის ერთი დოზის შემდეგ.

ჩემი რჩევა: აიცერით სინოფარმით, ბუნებრივი იმუნიტეტი გაცილებით უკეთესია ვიდრე დაუცველობა და როდესაც მოგეცემათ შესაძლებლობა გაიკეთეთ ბუსტერ დოზა (ბუსტერ დოზა პფაიზერზე საკმაოდ ძლიერ იმუნურ პასუხს აღძრავს“, - წერს ზურა დობორჯგინიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ბესო ზანგურთან დიდი კონფლიქტი მომივიდა, თავში სავარცხელი ჩავარტყი!“ - რუსკა მაყაშვილი

„სტურუას რომ გაეშალა თბილისში მსგავსი სუფრა, წარმომიდგენია რა ატყდებოდა" - ბუბა კიკაბიძემ იუბილე რესტორანში აღნიშნა, რამაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია

ქართული ხელბურთის ლეგენდა გარდაიცვალა