დღეს, 3 აპრილის მწერალი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც მწერალი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.
ლევან ბერძენიშვილი კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და მასთან პირველ შეხვედრას იხსენებს.
„პირველად გრენობლში შევხვდით ერთმანეთს და ისე ვიკამათეთ მალარმეს კაფეში, მეპატრონეს ჩხუბი ეგონა. ბეთხოვენს ებრძოდით და ვერდის ადიდებდით. ბევრი ვილაპარაკეთ ძმებ კეჟერაძეებსა და მათს დაზე, რომელსაც ბევრი არ იცნობდა. ოცდახუთი წელი ვინახავდით ამ სიყვარულს, ხშირად ვლაპარაკობდით, ისევ ვკამათობდით, მეამაყებოდა, მეგობარს რომ მიწოდებდით. ნახვამდის, კანუდოსის მკვიდრო, უსაყვარლესო კაცო, დღესაც „ეპოქა დამთავრა დიდი“...“- წერს ლევან ბერძენიშვილი.