Digest Logo

პანდემიასთან გმირულად მებრძოლი ექიმი დავკარგეთ! - ექიმის ემოციური წერილი

25/11/2020 • 14:53
ექიმი სოფო ბერიძე

დღეს, 25 ნოემბერს საქართველოში, კერძოდ ბათუმში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილია 1085 ადამიანი.
 

კორონავირუსთან მებრძოლი ექიმი, სოფო ბერიძე კოლეგის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, Stop-Cov აჭარას ჯგუფში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

„დიდი მსხვერპლის გაღება გვიწვეს!

კიდევ ერთი, პირველივე დღიდან პანდემიასთან გმირულად მებრძოლი ექიმი დავკარგეთ!
მადონა ტაკიძე - სიცოცხლით სავსე, ენერგიული და კეთილშობილი ქალბატონი დღეს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

ჯგუფი მწუხარებას გამოთქვამს და იზიარებს ოჯახის წევრებისა და კოლეგების ტკივილს“, - წერს ბერიძე.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ: