Digest Logo

„პატრიარქს იმათ მაგივრად მე უნდა მოვუხადო ბოდიში“ – მარიამ გოგიშვილი ლექსო ლაშქარავასთან საუბარს იხსენებს

1626096511
ილია მეორე, მარიამ გოგიშვილი და ლკექსო ლაშქარავა

საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის ჯგუფის ხელმძღვანელი, მარიამ გოგიშვილი გარდაცვლილ ოპერატორთან, ლექსო ლაშქარავასთან ბოლო დიალოგს იხსენებს.

მარიამი აცხადებს, რომ ლექსოს უწმინდესთან შეხვედრა სურდა და მის მიმართ დიდ პატივისცემას განიცდიდა.

„შეძრული ვარ ლექსოს ამბით. რამდენიმე დღის წინ ვიყავი მის სანახავად. ვისაუბრეთ მშვიდად, აქეთ მანუგეშა ლიფტამდე გამომაცილა, დამემშვიდობა და რაზედაც შევთანხმდით, ის შემახსენა არ დაგავიწყდესო… ორი დღეა გამოეწერა საავადმყოფოდან და თვითონ დამირეკა მარიამ გამოვეწერე კარგად ვარ და როდის ვნახავ პატრიარქსო? მე მას ვუთხარი ამ დღეებში შევალთ აუცილებლა-თქო! ჩემი პატრიარქი არის ჩემთვის მზის სხივი დედამიწაზეო, მისი ხელის დადებით მე გავხდები ბედნიერიო, მინდა ჩავეხუტო და იმათ მაგივრად მე მოვუხადო ბოდიში (სასულერო პირებზე, ერის ადამიანებზე და იმ ადამიანებზე ვინც ასე მოექცა მას) ასე რომ ულახავენ სახელსო. ეს სიტყვები არასოდეს დამავიწყდება ლექსო და ვერასოდეს მოვინელებ ასე სწრაფად რომ ვერ აგიხდინე სურვილი. აქ კიდევ ერთხელ ჩანს მისი საოცარი ადამიანობა. მე ამ პოსტით გავუსვი მის ადამიანობას ხაზი, გამაოცა მისმა გულმა და სულმა, რაც მას უქნეს და ამის მერე, ეს სიტყვები მითხრა მართლა აღვფრთოვანდი… ამიტომ დავწერე, სხვა განზრახვა არ მქონია! თქვენ კიდე თავს დამესხით და ისე გამიმეტეთ სიცოცხლე აღარ მინდა!“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ჩემს ძმას სცემეს ტატუს და წვერის გამო... თქვენი უნიათო და დამპალი კარგიც მოვტ@@@" - ნინო გორგაძე

„მიხვდი, რატომ ჩაგსვეს სიაში? იმიტომ, რომ ბატიბუტა კუნთი ხარ...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი დავით კაჭარავას

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ლექსო ლაშქარავაზე - „რატო არავინ განიხილავს ვერსიას, რომ სუიციდი იყო?“