"TV პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მეუღლე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.
„ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისთვის. სამწუხაროდ დღეს ზარებსაც ვერ ვპასუხობდი. ასევე, ყველა დანარჩენს მოვუწოდებ კორექტულობისკენ. ეს ადამიანი 10 წლის ბავშვის მამა იყო და ამ ბავშვმა ამ ქვეყანაში, ჯერჯერობით, უნდა იცხოვროს ! რა პოზიციაც არ უნდა გეკაოთ, დამეთანხმეთ, რომ ლექსო დღეს არის მსხვერპლი! უკვე ცხადია, იმ მოძალადე ჯგუფების პოზიციები დღევანდელი ამბის გაშუქების დასაწყისშივე... ეს მათთვის ლოგიკური დასასრული იყო. 5 ივლისიდან დაწყებული, მე პირადად როგორ შოკურ მდგომარეობაშიც ჩავვარდი, დღეს ამ ამბავმა კინაღამ ბოლო მომიღო. ოჯახს, ასეთ მძიმე ემოციურ ფონზე, როგორც მოგვექცა შინაგან საქმეთა სამინისტრო, მე ვერ დავარქმევ სახელს ! არ ვიცი... მეტად უფრო არაპროფესიონალიზმია პირველ რიგში...
თუმცა, სხვა საკითხებიც არსებობს და ამაზე ამ წუთებში არ შემიძლია საუბარი. რა შედეგიც არ დაიდება საბოლოოდ... ეს არ მოხდებოდა! არაააა !!! იურიდიულად ატრიალეთ როგორც გინდათ ...არ მოხდებოდა რომ დაგეცვათ",- წერს გარდაცვლილი ოპერატორის მეუღლე.
👇ასევე დაგაინტერესებთ:
VIDEO: პარლამენტი პარალიზებულია - ოპოზიციამ ტრიბუნა დაიკავა
„ჩემს ძმას სცემეს ტატუს და წვერის გამო... თქვენი უნიათო და დამპალი კარგიც მოვტ@@@" - ნინო გორგაძე