Digest Logo

„პავლე, თამარ და ნიკა, ვიზიარებ, მკვლელია ეს ვირუსი... 3 ჩვენგანი საკუთარი, 2 დედის და 1 მამის სიკვდილის შემსწრე გახდა“

1632376562
კორონავირუსით გარდაცვლილები

სოციალური ქსელის მომხმარებელი გიგა გელენიძე კორონავირუსის შესახებ წერს. 

ის 3 ადამიანის კოვიდ ისტორიას გვიყვება და გარდაცვლილი მეგობრების შესახებ წერს. 

„კორონავირუსის თვისებაა, ცოტას თუ გაუთამამდები, ისე მოგსვამს ადგილზე, დასაცინ ყოყლოჩინად გაგხდის. უკვე ათასჯერ მოხდა ასე.

ერთ-ერთი პირველი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი იყო - ჩვენო ამ ვირუსს დავაიგნორებთ, ის ჩვენ გადაგვივლის და ჩვენ ჰერდ იმუნითის ხარჯზე მსოფლიოში პირველი რეზისტენტული ერი გავხდებით, მსოფლიო ხმებსაა აყოლილი, ჩემი ექსპერტები მათზე ჭკვიანებია - დავხვდეთ კორონას, ჯასთ ფლატტენ ზი ქურვე-ო(უცებ ყველა არ დაინფიცირდეთ, საავადმყოფოები რომ არ გადაიტვირთოსო).

ზუსტად სამი დღის შემდეგ, იგივ პრემიერმინისტრი ერის წინაშე წარდგა დიდი პირადი მიმართვით, და ბრიტანეთს განუცხადა, რომ (შარშან გაზაფხულზე ხდება ეს, როცა არც წამალია და არც ვაქცინა), განუცხადა რომ "ჩვენი ერი არის ისტორიული გამოწვევის წინაშე და მოგვეთხოვება ყველა სათითაოდ მონაწილე გახდეს მკვლელი ინფექციის თავიდან არიდების საქმეში, რათა ბრიტანეთი მუხლებზე არ დაეცეს"(ფრაზა ჩემი მახსოვრობიდანაა, ანუ ზუსტი არაა, ძირითად სათქმელს გადმოცემს).

სამ დღეში მოუწია სტრატეგიის რადიკალური შეცვლა და ლოკდაუნის გამოცხადება.

მის დარად, ერს მიმართეს მერკელმა, მაკრონიმ, იტალიელმა, ესპანელმა პრემიერებმა სიტყვებით, რომელნიც, დრო რომ გავა წიგნად უნდა გამოიცეს. სიტყვა, რომლის შემდეგ ქვეყნებმა სხვა ცხოვრებით დაიწყეს ცხოვრება.
მე როცა მეუბნებიან, მადლობა ექიმო, შენ გადამირჩინე, ყოველთვის ვბრაზდები, მათზე არა, ვირუსზე და საკუთარ უსუსურობაზე, და ვპასუხობ, მან, პაციენტმა, იყოჩაღა, იღბალი აღმოაჩნდა, თორემ, მცდელობა, წამალ, ჟანგბად, ნერვიულობა არ დაგვიკლია იმათზეც, ვინც ჩვენთან (ჩვენ, ბევრნი ვართ, ექთნები, ექიმები, კლინიკა), ვინც ჩვენთან მოკვდა.

მკვლელია ეს ვირუსი. სამი ჩვენგანი საკუთარი, ორი დედის და ერთი მამის სიკვდილის შემსწრე და პროცესის თანამონაწილე გახდა.

სამივემ ცხოვრების რამდენიმე კვირა და უძილო, დარბაზიდან გამოუსვლელი არანაკლებ ერთი კვირა გაატარა საკუთარ დედასთან და მამასთან. იმედი ჰქონდათ (გვქონდა, ყველას ჩვენ), რომ აი, დღესაა პიკი და ხვალიდან უკეთესობა იქნება. რომ აი ახლა კიდევ ცოტაც, მეტი მოფერება, შეძახილი, ხელით ჭმევა ენერგიისთვის, ბალიშის შესწორება, სუნთქვის პარამეტრის შეცვლა და დაიწყება გაუმჯობესება.

არ ინება. მოუკლა შვილებს, ექიმ შვილებს, დედის იმედ და მამის იმედ შვილებს დედა და მამა.
და როცა ამ პროცესის შუაში მყოფს, იღბლიანი, კამათლის იღბალზე უფრო იღბლიანი პაციენტის პატრონი მეტყვის, გვეტყვის მადლობა, გადაგვირჩინე, იცოდეთ, მაიძულებთ გიპასუხოთ მწარე სიმართლე - მათ შემთხვევაში პითონი, უბრალოდ შეგვეშვა. მისი, პითონის ნება იყო, ასე იზამდა თუ არა, არც ჩვენ დაგვიმსახურებია მათი ოჯახის წევრის გადარჩენა, და არც იმათთვის დაგვიკლია მონდომება და ნერვიულობა, არც შეძახილი და მეგობრობა, ვინც წაგვართვა.

პავლე, თამარ და ნიკა, ვიზიარებ, გაღიარებთ, თქვენ გაქვთ სუპერ ძალა და სუპერ სიყვარული, მტერი ჩვენზე ძლიერია, ადამიანები სუსტები აღმოვჩნდით მის წინაშე. გაკმაროთ ღმერთმა, ჩვენი ერთმანეთის თანამებრძოლობა, როგორც სტატუსი, სამუდამოა, სანამ ვიქნები“, - წერს გიგა გელენიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵თუ ორგანიზმი D ვიტამინს საჭიროებს, მაშინ თქვენ აუცილებლად გექნებათ ეს სიმპტომები

🔵„კოვიდგადატანილ პაციენტები ინსულტის რისკის ქვეშ არიან“ - ნევროლოგის საგანგაშო განცხადება

🔵„მოეშვით კოვიდგადატანილების ორჯერ და სამჯერ აცრას“ - იაგო ფრანგიშვილი საგანგებო მიმართვა