
ფეისბუკი და ინსტაგრამი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებლები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან ავრცელებენ.
მომხმარებლები მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნასა და მიღებას ვერ ახერხებენ.
კომპანია ფეისბუკს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.