Digest Logo

🎥 „მოერიდეთ ახალ წამოწყებებსა და მოგზაურობას“ – პლანეტა მერკური რეტროგრადული ხდება - რა ხდება ცის კაბადონზე 18 ივლისიდან, 11 აგვისტომდე?

1752234310
მიხეილ ცაგარელი

„მერკური ტოვებს კირჩხიბის ზოდიაქოს და სექტემბრის შუა რიცხვებამდე ლომის ნიშანში გადაადგილდება“, – ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „შუა დღე“ საუბრობს.

მისი თქმით, მერკური 18 ივლისიდან 11 აგვისტომდე ხდება რეტროგრადული, რაც მთელი რიგი სიფრთხილის ზომების მიღებას მოითხოვს:

„არ არის სასურველი ახალი საქმეების დაწყება. სჯობს დაასრულოთ ძველი პროცესები, გაასწოროთ წარსულის შეცდომები. ახალი წამოწყებები ან არ იმუშავებს, ან ცუდად წარიმართება“, – აღნიშნავს ცაგარელი.

ასტროლოგი ასევე ხაზგასმით მიუთითებს, რომ ამ პერიოდში მოსალოდნელია ტექნიკური გაუმართაობა, ინფორმაციული შეფერხებები და მოლაპარაკებების გაჭიანურება:

„მატულობს საცობები, იზრდება ტრანსპორტის გაფუჭების ალბათობა, შესაძლოა, კომპიუტერულ სისტემებში არევა. ინფორმაცია დაგვიანებით მოდის ან იმართება. როცა მერკური უკუმავალია არ არის კარგი მოგზაურობა, 
შეიძლება დაკარგოთ ბარგი ან მოგზაურობისას შეექმნათ გაუგებრობა“, – აღნიშნავს ასტროლოგი.

ვრცლად ნახეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ჩემი უძლეველი რაზმი!“ - გია ბაღაშვილი ქალიშვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

⭕„გამარჯვების შემდეგ დასვენების დროა“ - ილია თოფურია მეუღლესთან ერთად მოგზაურობს

⭕„მოტივაცია ააყენებს ადამიანს ფეხზე, ხოლო დისციპლინა შორს წაგიყვანს“ - ზაზა ფაჩულია წარმატების ფორმულაზე