„თუ ქვეყანაში “ომიკრონი” გავრცელდება, შტორმი გვექნება და ვირუსი ძალიან სწრაფად გადაგვივლის“, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, დევი ტაბიძე ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში ამბობდა.
მისი თქმით, დელტა შტამით ინფიცირებულების რეინფიცირება „ომიკრონის” შტამით პაციენტთა მდგომარეობას დაამძიმებს.
„ომიკრონი” 40-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა. ჩვენთან ჯერ არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, მაქსიმუმ 2-3 კვირის შემდეგ გამოჩნდება. მთავარია, რომ მის იდენტიფიცირებას ალბათ, „პისიარ” ტესტი მოახერხებს.
სწრაფ ტესტებზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის. მთავარია, რომ „ომიკრონს“ ახასიათებს ძალიან სერიოზული კლინიკური დასაწყისი.
დაღლილობის ძლიერი სინდრომით და აგრესიული, მაღალი ტემპერატურით იწყება. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ შტამი ძალიან ძლიერია თავისი ბუნებით“, - აცხადებდა დევი ტაბიძე.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კი ჟურნალისტებთან საუბარში, საქართველოში “ომიკრონის” გავრცელების შემთხვევაში, ქვეყანაში რეგულაციების, სავარაუდო, გამკაცრებაზე საუბრობდა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„1-ლი თებერვლამდე ვინც არ აიცრება დაჯარიმდება 4000$-ით“ - გიორგი ფხაკაძე
🔵გაციება თუ კოვიდი? როგორ ვუმკურნალოთ და განვასხვაოთ - ექიმის რჩევები
🔵კიდევ დაგვეღუპება 10-13 ათასი ადამიანი – ბიძინა კულუმბეგოვის საგანგაშო განცხადება