Digest Logo

„ფული ბავშვის ექიმის ბოლო კაპიკებია, გთხოვთ დამიბრუნოთ“ - ქუთაისში მოქალაქემ საფულე დაკარგა და მპოვნელს მიმართავს

1629617204
საფულე

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლევან ცარციძე ფეისბუკში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გუშინ, ქუთაისში საფულე დაკარგა, სადაც პირადობის მოწმობასთან ერთად თანხა, 759 ევრო იყო. ის იმ ადამიანს მიმართავს, რომელმაც საფულე იპოვა და სთხოვს უკან დაუბრუნოს, რადგან თანხა ბავშვის მკურნალობისთვის იყო განკუთვნილი.

„ძალიან გთხოვთ ყველას, ყურადღებით წაიკითხეთ და გააზიაროთ.

გუშინ, დაახლოებით 7 საათისთვის ნიკას მეორე შესახვევში, კერძოდ 4 ნომრიდან 7 ნომერ ბინამდე დაიკარგა საფულე.

დევს პირადობა და 750 ევრო. ძალიან გთხოვთ, თუ კი ვინმემ იპოვეთ და ღვთისნიერი ხართ, შემეხმიანეთ.

ფული ბავშვის ექიმის ბოლო კაპიკებია. ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ.

ტელ: 598 407 258“ – წერს ლევან ცარციძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„დამიჭირეს, ჩამათრიეს დიდუბის გამგეობის უკან ნაძვნარში, გამაუპატიურეს, ფული წამართვეს და წავიდნენ“ - გაუხმაურებელი ამბავი

🔵„მე არავინ დამელოდოს. კაცმა არ იცის ჩემგან რა აეწყობა" - დავით ანდღულაძის ემოციური წერილი საკუთარ ჯანმრთელობაზე

🔵„სილა გავაწანი, არც მომიკლავს და არც დამიჭრია, თავი მომაბეზრა და გავარტყი უბრალოდ“- ნათია ფანჯიკიძე