Digest Logo

პირადად სააკაშვილმა გაყიდა უდაბნო და ჩიჩხიტური - კაკაბაძე

1606718379
კაკაბაძე სააკაშვიილი

მწერალი, ირაკლი კაკაბაძე, გაყიდული ტერიტორიების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერიოდში გაიყიდა ჩიჩხიტურისა და უდაბნოს ტაძრები:

 

„დავით გარეჯი ისევ საქართველოა და ყოველთვის საქართველო იქნება. ამას არჩევნებთან არაფერი საერთო არა აქვს.

ფაქტი ფაქტად რჩება რომ 2007 წელს ჩიჩხიტურისა და უდაბნოს ტაძრები გაყიყიდა მაშინდელი ხელისუფლების მიერ.

ეს ფაქტი, 2012 წელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაადასტურა.

ოფიციალური პირის მიერ სატელევიზიო ინტერვიუში ასეთი ფაქტის დადასტურება სახელმწიფო პოზიციის ოფიციალური ბეჭდიანი დასტურის ტოლფასია.

თუმცა, ერთი ამბავია ამის დადასტურება და მეორე ამბავია ვინ გაყიდა ჩიჩხიტური და უდაბნო 2007 წელს.

ეს არის პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც მაშინ სახელმწიფოს მეთაური იყო. ეს არის ქვეყნის ღალატი.

კარტოგრაფები და გეოგრაფები აქ მეორეხარისხოვანია – სახელმწიფომ და პირადად სააკაშვილმა გაყიდა უდაბნო და ჩიჩხიტური.

ბერთუბნის გაყიდვა კი უფრო ადრე, შევარდნაძის კისერზეა.

აზერბაიჯანს ეს ტერიტორიები საომრად სჭირდება – და ჩვენთვის ეს უწმინდესი ადგილებია.

დღესდღეობით სააკაშვილის მოღალატეობრივი აქტის წყალობით – რაშიც მან სოკარის ჯილდო მიიღო არის დიდი დანაშაული და მთავარი დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

აგრეთვე, გარეჯის მონასტერი მთლიანად საქართველოს იურისდიქციას უნდა დაუბრუნდეს.

ეს არის ყოვლად უსინდისო ოკუპაციის აქტი“,- წერს კაკაბაძე.

⚪ აგრეთვე წაიკითხეთ:

როდის შევძლებთ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს

ამ ტექსტით უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ათასობით ავადმყოფს დასცინის, გასწიეთ ეს კაცი ეკრანებიდან

ბოლოს ყველანი დავჭამთ ერთმანეთს - ინგა გრიგოლია