Digest Logo

„პლაგიატი თუ გაგიგიათ რა არის?“ - გიორგი ფხაკაძე ივანე ჩხაიძეს უპირისპირდება

1641385435
გიორგი ფხაკაძე და ივანე ჩხაიძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს წევრის ივანე ჩხაიძის განცხადებას ეხმაურება. 

ფხაკაძე ხაზს უსვამს იმას, რომ რასაც ჩხაიძე ახლა იძახის, იმავე შინაარსის განცხადება მან ბევრად უფრო ადრე გააკეთა. ამიტომ გიორგი ფხაკაძე კოლეგას პლაგიატიზმში ადანაშაულებს, ჯანდაცვის უწყების ახალ ხელმძღვანელს კი კადრების შერჩევისას, დაკვირვებას ურჩევს.

„აქამდე ამბობდა, „შეიძლება, ომიკრონმა პანდემია დაასრულოსო“ (11 დეკემბერი 2021) ახლა საუბრობს, როგორც ფხაკაძე...

მეჩვენება რამე?! პლაგიატი (სხვისი სიტყვების/აზრების ქურდობა) თუ გაგიგიათ, რა არის?!

კარგი იქნება, თუ ახალი ჯანდაცვის მინისტრი დაფიქრდება ამ საბჭოების და ზოგადად, ჯანდაცვის სტრუქტურის უფრო კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებაზე. თუ ცვლილებებია, ბარემ გააკეთეთ ტექნოკრატიული ჯანდაცვის სამინისტრო“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

🔵„გაურთულდა კოვიდი... ილოცეთ ნათიასთვის" - ჯონდი ბაღათურიას მეუღლე კოვიდს ებრძვის

🔵VIDEO: „ავკრიფე ნომერი და დავურეკე. ვუთხარი, მგონი ცუდადაა ჩემი საქმე -მეთქი... მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა" - ხათუნა ჟორდანია მძიმე პერიოდს იხსენებს

🔵VIDEO: „ეს ბიჭი იყო ჩემი შვილობილი... ძალიან მაგარი ბიჭი დაკარგა თბილისმა" - რატომ ატირდა ხათუნა ჟორდანია პირდაპირ ეთერში

🔵„ვხედავ, იღვიძებს ვულკანები. ეს იქნება საოცრება, მაგრამ საქართველოს არაფერი ემუქრება" - რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია

🔵„დედაჩემის ის ღიმილი შენზე საზარელია, იქ რომ ყოფილიყავი, ვიცი, შიშით შენვე წახვიდოდი“ - გიორგი კეკელიძე დის გარდაცვალებაზე