დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყებაში ადასტურებენ. სამინისტროში წოწკოლაურის თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე არ საუბრობენ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, თანამშრომლებს ახალი მოადგილე ილია ღუდუშაური წარუდგინა.
სამინისტროს ინფორმაციით, ილია ღუდუშაური მანამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი იყო. 2017-2018 წლებში იკავებდა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილის თანამდებობასაც.
უწყებაში განმარტავენ, რომ ახალი მოადგილე სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს.
მის საკურატოროში შევა სამინისტროს სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მათ შორის: დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ასევე ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„ბევრი ადამიანი გაგიჟდება და მოკვდება ამისგან“ - რას უნდა ველოდოთ 2022 წელს ვანგას
🔵„ახალი წლის შემდეგ განტვირთვის დღეები აუცილებელია“ - ენდოკრინოლოგის რჩევები
🔵„ვერ ასრულებული ოცნებების ახლებურად განხორციელების დღეა“ - ცაგარელი
🔵„სანამ გული გამისკდება მოგიყვებით რა“ - გიგა მაქარაშვილის ემოციური პოსტი
🔵ლეკვი, რომელიც საქართველოში ნაგავზე გადააგდეს, შვედეთში იცხოვრებს
წყარო: pia.ge