Digest Logo

„პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება... ამას უკვე როგორც ექიმი, ვადასტურებ" - ზურაბ გურული სააკაშვილზე

1633590197
ზურაბ გურული და სააკაშვილი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, საქართველოს ექსპრეზიდენტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ქვეყანაში არსებულ პოლიტვითარებაზე საჯაროდ საუბრობს. ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ამჟამინდელ მთავრობას ეკისრება.

ძალიან დიდია ცდუნება იმისა, რომ ლოგიკურად იქნეს განხილული მიმდინარე პერიპეტიები საქართველოს პატიმარი პრეზიდენტის შესახებ, მაგრამ სიტუაციის დელიკატურობიდან გამომდინარე, უმჯობესია ეს გააკეთოს მისმა ნდობით აღჭურვილმა ოფიციალურმა პირმა.

პრეზიდენტის დაბრუნება საქართველოში წარმოადგენს პოლიტიკურ აქტს, რომელიც ასევე ლოგიკურად უნდა წამოადგენდეს კარგად ჩამოყალიბებული გეგმის ნაწილს. ამ გეგმის ეტაპობრივი გამჟღავნებაც, ე.წ. need to know პრინციპით, უნდა წარმოადგენდეს ნდობით აღჭურვილი პირის უფლებამოსილების ნაწილს. სხვანაირად წარმოუდგენელი იქნება ამ უაღრესად საშიშ სიტუაციაში ადეკვატური ლავირება და პოლიტიკურ-სამართლებრივი მოქმედებების მართებულად წარმართვა.

ამასთან, პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე სრული და უპირობო პასუხისმგებლობა ოფიციალურად ეკისრება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას. თუ რამდენად სერიოზულად აცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობა, ეს კარგად ჩანს მთავრობის ხელმძღვანელის საჯარო განცხადებებიდან და სპეციალური მიმართვებიდან. შესაბამისად, იმედის დამყარება იმაზე, რომ საქართველოს პოლიტიკური ოფიციოზი ადეკვატურად იმოქმედებს, ალოგიკურია და სახიფათო.

ამჟამად საფრთხე ექმნება არა მხოლოდ საქართველოს პატიმარი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არამედ საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო პრესტიჟსაც, ვინაიდან საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის იურიდიული, პოლიტიკური და ეთიკური დონე არ შეესაბამება და არ აკმაყოფილებს ჩანასახოვანი დემოკრატიის ბაზისურ პრინციპებსაც კი და ქვეყანა წარმოჩნდება როგორც გაუნათლებელი, პრიმიტიული დიქტატურა.

შესაბამისად, დაუყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო გაერთიანებული ქართული ოპოზიციის პოლიტიკური ხელმძღვანელებისგან, რომლებიც პატიმარი პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილ პირთან ერთად უნდა შეხვდნენ საქართველოს დე ფაქტო მმართველსა და მის პოლიტიკურ გუნდს სიტუაციის უსწრაფესი დეესკალაციისათვის.
დრო არ ითმენს ქალბატონებო და ბატონებო! ამას უკვე როგორც ექიმი ვადასტურებ!", - წერს ზურაბ გურული.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ესეც გაივლის" - რას წერს გიორგი კეკელიძე

🔵„მიშა გამოდი" - კესარია აბრამიძე სააკაშვილის მხარდასაჭერად გაშიშვლდა

🔵„ჩემი ბიჭი მომიკვდა. ყველაზე ძალიან ვინც მიყვარდა... უბედური ვარ" - რა შეემთხვა ინგა გრიგოლიას

🔵„დედაჩემზე იყო მძიმე ჭორი, რომ ცუდად არის... ჩვენ ძალიან პირადულად ვაკეთებთ ყველაფერს" - სააკაშვილის უმცროსი ვაჟი განცხადებას ავრცელებს

🔵VIDEO: ვინ არის ქართველი გოგო, რომელმაც ბერძნულ „ვოისში" ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა