კომპანია „ბრავო რექორდსის“ ხელმძღვანელი - ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რუსეთის პრეზიდენტის - ვლადიმერ პუტინის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტს ეხმაურება.
მისი თქმით, პუტინი უკრაინაში 23 თებერვალს შეიჭრება.
„ჩემი პროგნოზი ასეთია: პუტინი უკრაინაში შეიჭრება 23 თებერვალს, საბჭოთა არმიისა და ფლოტის დღეს… ამას მოჰყვება და აუცილებლად სასწრაფოდ უნდა მოჰყვეს დასავლეთის მხრიდან უმკაცრესი და უმძიმესი სანქციები პუტინის რეჟიმის მიმართ…
თუკი ეს სანქციები ამერიკის, ბრიტანეთის, ნატოს და ევროკავშირის მხრიდან კოორდინირებულად და სწორად გატარდება, ეს უმოკლეს ხანში უმძიმეს სიტუაციაში ჩააგდებს რუსეთს და, შესაძლოა, თავად მისმა უახლოესმა გარემოცვამ (ყველამ ვიხილეთ პუტინის და რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფის, ნარიშკინის აზრთა სხვადასხვაობა უშიშროების საბჭოს სხდომაზე) და პლუს დასავლეთის ბანკებში ანგარიშგაყინულმა ოლიგარქებმა კრემლის შიდა გადატრიალებით მოიშორონ პუტინი (რაც საუკუნეების მანძილზე ბევრჯერ მომხდარა კრემლის კედლებში), თუკი ეს უკანასკნელი მანამდე ატომური ბომბის გასროლას ვერ მოასწრებს და იმედი მაქვს, რომ „ვერც მოასწრებს“…
P.S. სრული სერიოზულობით – პუტინი საღ აზრზე აღარაა, ეს დღეს აშკარად გამოჩნდა, გაბერილი აქვს რეალურად“, - წერს შენგელია.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ქმარმა ცოლი ჩოგანით ცემაო და ცხრაასრაღაცა ადამიანი აჰაჰავებს…“ - მაია დარსმელიძე
🔵ჭორები დათო ხუჯაძისა და ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ქალები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს
🔵„არ მოტყუვდეთ და არ გაებათ თაღლითთა მაქინაციებში“ - ცაგარელი გაფრთხილებთ
🔵„იმდენია ვერ დათვლით“... - ნახეთ რა გრანდიოზული საჩუქარია ჩუქა ლავას ოღლიმ ნინიკო ნაცარიშვილს?