მომღერალი დათო ხუჯაძე წლებია პროფესიიდან გამომდინარე მედიის ყურადღების ცენტრშია. 45 წლის მომღერალი მსმენელს ახალი რეპერტუარებით დღემდე ანებივრებს.
მის ცხოვრებაში უამრავი ტრაგედია და ცხოვრების რთული პერიოდი იყო.
ამ სტატიაში დათო ხუჯაძის პირადზე მოგიყვებით.
დათო ხუჯაძე მოსკოვში 2003 წელს ე.წ. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ წავიდა. მართალია, ხუჯაძემ პოლიტიკაში კრახი განიცადა, მაგრამ რუსულ შოუბიზნესში პოპულარობა მოიპოვა, უკვე წლებია ის საქართველოში დაბრუნდა და პოლიტიკას ჩამოშორდა.
⚪ დათო ხუჯაძე და პოლიტიკა
ალბათ, ბევრს არ გახსოვთ, რომ მომღერალმა დათო ხუჯაძემ 2003 წელს პოლიტიკაში სცადა ბედი, გაუმართლა და ასლან აბაშიძის პარტიით პარლამენტშიც მოხვდა, თუმცა ეს იყო ყველაზე ხანმოკლე პარლამენტარობა, რადგან სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი შევარდა მომხრეებთან ერთად და ვარდების რევოლუცია მოხდა. ამის შემდეგ დათო ხუჯაძე საცხოვრებლად მოსკოვში წავიდა, სადაც ცოლი შეირთო, შვილიც გაუჩნდა, თუმცა ოჯახი დაენგრა და სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, თბილისში დაბრუნდა. ქეთა თოფურიას გარშემო ატეხილი ბოლოდროინდელი სკანდალის კომენტირებისას, დათო ხუჯაძეც სკანდალში გაეხვა. მან თქვა, რომ საქართველოსთვის აფხაზეთი პუტინს არ წაურთმევია.
⚪ თავდასხმა
დათო ხუჯაძეს 2016 წელს სამჯერ დაესხნენ თავს უცნობი პირები და მისი ცემა სცადეს. როგორც მომღერალი ამბობდა, ისინი დაქირავებულები იყვნენ და მათ უკან კერძო პირის ინტერესები იდგა.
„ერთი თვის წინ მომივიდა ჩხუბი სამ ტიპთან, სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, რის გამო მოხდა. ვის არ უჩხუბია მაგრამ ეგ კიდე განმეორდა რამდენჯერმე და მინდა ვუთხრა, რომ უკვე 1-1 ია. მაინტერესებს, როგორ გრძნობს თავს ერთ-ერთი იმათგანი და შენდეგში 2-1 იქნება ჩემს სასარგებლოდ. თავებს დაგიტეხავთ! თუ კაცები ხართ, პირ
დაპირ მოდით და არა უკნიდან, მაგრამ მაგდენი კაცობა სად გაკვთ!''
რაღაცას მიქარავენ და მგონი, ვხვდები საიდან უბერავს ქარი, მაგრამ მაგდენი გამბედაობა არ აქვთ, რომ პირდაპირ თქვან, „კრისები“ არიან,“- წერდა მომღერალი.
⚪ დათო ხუჯაძე და ნათია ონიანი
მომღერალ დათო ხუჯაძეს პირად ცხოვრებაზე საუბარი არასდროს უყვარდა. ერთ დროს ყველაზე პოპულარული ბიჭი იყო, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, ხან ვისთან აწყვილებდნენ და ხან ვისთან.
მოსკოვში წასვლის შემდეგ ხუჯაძემ მოულოდნელად იქორწინა. მისი მეუღლე ნათია ონიანი გახლდათ, რომელიც რუსეთში დაიბადა და გაიზარდა. დათოს და ნათიას ქალიშვილი მელანოც შეეძინა, თუმცა მოულოდნელად დაშორდნენ. დათო ცოლთან დაშორების მიზეზებზე არასდროს საუბრობს.
თუმცა ცნობილია ის, რომ ყოფილი ცოლი მას შვილის ნახვის უფლებას არ აძლევს, რასაც მომღერალი ძალიან განიცდის. აღსანიშნავია, რომ მისი 10 წლის ქალიშვილი მომღერლის ოჯახს არ იცნობს, რადგან, როგორც გითხარით, ხუჯაძეს ბავშვის თბილისში ჩამოყვანის უფლებას არ აძლევენ.
„ყველაფერი ვცადე, ბავშვის გამო, დამერეგულირებინა ყოფილ ცოლთან ურთიერთობა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ასე რომ, არანაირი ურთიერთობა არ მაქვს ყოფილ ცოლთან და, იმედია, შვილი რომ გაიზრდება, თავად ავაწყობთ მამა-შვილი ხელახლა ურთიერთობას“- ამბობს დათო ხუჯაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
ამჯერად დათო ხუჯაძე ოფიცალურ ქორწინებაში არ იმყოფება, თუმცა როგორც თავად მედიასთან საუბრობს საყვარელი ქალი გვერდით ჰყავს.
View this post on Instagram
ეკა ბესელია და დათო ხუჯაძეს
2019 წელს ყვითელი პრესა დათო ხუჯაძის და ეკა ბესელიას ფოტოებით აჭრელდა, მიზეზი დათოს და ეკას ერთად გამოჩენა იყო. პროექტს „დაიცავი საქართველოს“ პრეზენტაციაზე ისინი ფილარმონიაში ერთად მივიდნენ.
დათო ხუჯაძემ ამის შესახებ განმარტებაც გააკეთა და ერთ-ერთ გამოცემასთან აღნიშნა, რომ ისინი ერთმანეთში ბავშვობიდანვე იცნობენ.
„ეკა ბესელიას ვიცნობ ბავშვობიდან. ეკას დისშვილის ნათლია ვარ და რა არის ამაში უცნაური ვერ ვხვდები“- ამბობდა მომღერალი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔘 სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი
🔘 შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი
🔘 ღალატის გამო დანგრეული ოჯახები
🔘 მშობლებისგან მიტოვებული ზურა ხაჩიძის ცხოვრება - ქუჩის აკადემია, რომანი ქეთა თოფურიასთან და ქონება