Digest Logo

ტრაგედია ოჯახში, უმძიმესი დიაგნოზი, ურთიერთობა ცოლიან კაცთან და სამჯერ გათხოვება - ეკა კვალიაშვილის სკანდალებით სავსე ცხოვრება

1643884855
მარინა ბერიძე და ეკა კვალიაშვილი

56 წლის მომღერალი ეკა კვალიაშვილი ხშირად იქცევს ყვითელი პრესის ყურადღებას. მომღერლის ცხოვრება ხშირად იყო სიურპრიზებით სავსე, თუმცა სიურპრიზები მას არც პირად ცხოვრებაში აკლდა – უიღბლო ქორწინებების მიუხედავად, არ ფიქრობს, რომ ბედის ვარსკვლავმა უღალატა, მით უმეტეს, მაშინ, როცა ყველაზე დიდი ემოციის ნაყოფს, ერთადერთ შვილს ხედავს.

როგორია მომღერლის სკანდალური ცხოვრება, რა მძიმე დიაგნოზი დაუდგინდა მას და რატომ ვერ ინარჩუნებს ოჯახს  - ამ ყველაფერზე დღეს „დაიჯესტი“  გიამბობთ. 

🔘 კარიერა

ცნობილი მომღერლის, მარო თარხნიშვილის ოჯახში დაიბადა, ცნობილი კომპიზიტორი მარიკა კვალიაშვილი მას დეიდად ეკუთვნის.

ეკას შესრულების მანერა და ხმის ტემბრი დასამახსოვრებელი და გამორჩეულია.

უმაღლესი განათლება პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მიიღო, პარალელურად ის პირველ მუსიკალურ სასწავლებელში ფორტეპიანოს განხრით სწავლობდა. სწავლას ეკა გპი-ის საესტრადო ორკესტრში სიმღერას უთავსებდა. ერთ-ერთი კონცერტისას იგი კომპოზიტორმა გივი გაჩეჩილაძემ შეამჩნია და მას საავტორო სიმღერაზე „აღარ გელოდები“ არანჟირება გაუკეთა. სწორედ ამ სიმღერით მიიწვიეს იგი ტელევიზიაში საახალწლო (1981წ) კონცერტზე ჩასაწერად. დებიუტის შემდეგ, ეკა საქართველოს ტელევიზიის საესტრადო ორკესტრის სოლისტი გახდა.

დღესდღეობით, ეკა კვალიშვილი ასრულებს ფოლკლორს, ჯაზს, სოულს, პოპს და რომანსებს. გარდა ამისა, იგი ბევრი სიმღერის ავტორია. ეკას გამართული აქვს უამრავი სოლო-კონცერტი (მათ შორის საქველმოქმედო), მისი დისკოგრაფია კი ოთხ ალბომს მოიცავს და რამდენიმე ვიდეორგოლს.

1987 წელს მომღერალი იურმალის შესარჩევი კონკურსის რესპუბლიკურ შერჩევაზე პირველი ადგილის მფლობელი გახდა. იგი „ბათუმის ტრუბადურების“ ლაურეატი და სატელევიზიო კონკურსის „გალას“ ნომინანტია.

მისი ტიტულებია – „საუკეთესო ვოკალი – 2000“; „გაზაფხულის ფეიერვერკი – 2001“ – საუკეთესო ვოკალი; „უკანასკნელი ათწლეულის საუკეთესო შემსრულებელი“. მომღერალი აგრეთვე შოუ-სპექტაკლის „იმპერია“, იდეის ავტორი და შემსრულებელია. შოუ „იმპერია“ 1917-1945წწ. ისტორიულ თემას მიეძღვნა და თბილისის სპორტის სასახლეში 2003 წელს გაიმართა.

ეკა გასტროლებით იმყოფებოდა მოსკოვში, კიევში, საბერძნეთში, ფინეთი ,საფრანგეთში და სხვა მრავალ ქვეყანაში.

🔘3 ქორწინება

56 წლის მომღერალმა ოჯახის შექმნა სამჯერ მოასწრო.

მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა პირადი ცხოვრების აწყობა არაერთხელ სცადა, თუმცა არც ერთხელ გამოუვიდა. თავად იყო ამის მიზეზი თუ მამაკაცები უცნობია.

მომღერლის პირველი მეუღლე მხატვარი თემო გვალია გახლდათ.

თემო და ეკა ბავშვობის მეგობრები იყვნენ, მათ პატარა ასაკში იქორწინეს. ერთადერთი ქალიშვილი ეკას, სწორედ ამ ქორწინებიდან ჰყავს.

ეკა კვალიაშვილის და თემო გვალიას ოჯახი მალე დაინგრა, როგორც მომღერალი ამბობს, მამას შვილის აღზრდაში მონაწილეობა არ მიუღია.

მათი ქალიშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ, „ჯეოსტარში“ გაიცნო. ნუკა გვალიას პროექტში გამარჯვებასაც უწინასწამეტყველებდნენ, მაგრამ ეს წინასწარმეტყველება არ გამართლდა.

„ვიცოდი, რომ ცოლი ჰყავდა და ორი შვილი, მაგრამ თვითონვე მითხრა, იცი, ეკა სიყვარულს ვეძებ, რაღაცები მელაპარაკა ისე, რომ არარეალიზებული ადამიანი ვარ, შეცდომა დავუშვი და ძალიან მინდა ისეთი ცოლი მყავდეს, ვინც მე მეყვარება,“ - ამბობს ეკა კვალიაშვილი გადაცემაში „სიცურის დეტექტორი.“

თემო გვალია ეკა კვალიაშვილთან დაშორების შემდეგ დაქორწინდა.

ის რამდენიმე წლის წინ, პატიმრობაშიც იმყოფებოდა, აღსანიშნავია რომ ეკა კვალიაშვილი ყოფილი მეუღლის ციხიდან დასახსნელად არაერთ ხერხს მიმართავდა, თუმცა ეს ვერ შეძლო.

„ზრდასრულ ასაკში რომ გავთხოვდი ორჯერ, ხომ გაამართლა, რას ამბობ?! ბედი თქვი თორემ... ჭკვიანურად უნდა გათხოვდე. სამი წელი ვიცხოვრე პირველ ქმართან, ორწელიწად-ნახევარი - მეორესთან და ორი წელი - მესამესთან. ნახევარ წელიწადს ვაკლებდი ყოველ ჯერზე. არ ამართლებდნენ და დროს აღარ ვკარგავდი. თემურ გვალია ნუკას მამა გახლავთ. მეორე ქმარი, დათო, აღარ არის ცოცხალი. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. მასთან თანაცხოვრება ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მოსიარულე ენციკლოპედია იყო, საოცრად განათლებული, ისტორიკოსი. ორწელიწად-ნახევარი მეყო განათლებისთვის. ინსტიტუტი დავამთავრე და წამოვედი“, - ამბოიბს ეკა კვალიაშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

🔘ტრაგედია ეკა კვალიაშვილის ოჯახში

მომღერალს 2017 წლის მარტში დედა გარდაეცვალა, იმ პერიოდში კი ეკა საბერძნეთში გადავიდა საცხოვრებლად, როგორც პრესა წერდა მან ეს ამბავი ძალიან განიცადა.

ეკა კვალიაშვილმა მას მერე, რაც დედა დაკრძალა, მეგობრებს, გულშემატკივრებს და თაყვანისმცემლებს ფეისბუქითაც გადაუხადა მადლობა.

„დიდი მადლობა ყველას, სამძიმრის გაზიარებისთვის, მადლობა ყურადღებისთვის, დაფასებისთვის, ღმერთმა ბედნიერები და ჯანმრთელები გამყოფოთ“, - წერდა მომღერალი.

🔘 სკანდალები

ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ხში­რად უპი­რის­პირ­დე­ბი­ან, მაგ­რამ ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხოდ იშ­ვი­ა­თად ლა­პა­რა­კო­ბენ. მას შემ­დეგ, რაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­და, სე­ლებ­რი­თე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა სა­აშ­კა­რა­ო­ზე ხში­რად გა­მო­დის.

ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლის და მა­რი­ნა ბე­რი­ძის და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ წლე­ბია ლე­გენ­დე­ბი და­დის. ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა „არტ-იმე­დი" არ­სე­ბობ­და, სა­დაც ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი იყ­ვნენ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, ეკას და მა­რი­ნას შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის გამო, ამ­ბო­ბენ, რომ ეკამ მა­რი­ნას სა­ფერ­ფლე ეს­რო­ლა. ფაქ­ტია, რომ მას შემ­დეგ მა­რი­ნა ბე­რი­ძეს ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი არ­ცერ­თი კონ­ცერ­ტის სი­ა­ში აღარ ჩა­უს­ვამს. მათი და­პი­რის­პი­რე­ბა წლე­ბის შემ­დე­გაც გაგ­რძელ­და, როცა ბე­რი­ძემ „სარ­კის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში დან­გრე­ულ ოჯახ­ზე და ეკა კვა­ლი­აშ­ვილ­ზე ისა­უბ­რა. ბე­რი­ძის ინ­ტერ­ვიუ მომ­ღერ­ლის­თვის უც­ნა­უ­რი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან ვერ მიხ­ვდა, მა­რი­ნა ბე­რი­ძის ქმარ­თან რა სა­ერ­თო ჰქონ­და. თუმ­ცა მი­ტე­ვე­ბის დღეს ეკა კვა­ლი­აშ­ვილ­მა მა­რი­ნა ბე­რი­ძეს შეც­დო­მე­ბი მი­უ­ტე­ვა.

„მეც არ მიყვარს მარინა ბერიძე, მეტსაც გეტყვით, ვერ ვიტან, მაგრამ როცა საჯარო პირი ვარ, არ მაქვს უფლება, მას სახალხოდ შეურაცხყოფა მივაყენო, მისი საჯარო შეურაცხყოფების ფაქტები არსებობს, რომელიც თან დაერთვება საქმის მასალებს. ეს ქალი მთელი ცხოვრება ცუდად გვეხება. როცა იქნება, ხომ უნდა დამთავრდეს. ხომ გინახავთ მედიცინის ემბლემა, გველი რომ არის ჭიქაზე შემოხვეული და შხამს რომ აწვეთებს შიგნით... რა ქნას, ეგეთი დაიბადა“, - ამბობდა ეკა კვალიაშვილი ჟურნალ „რეიტინგთან“ ინტერვიუში.

რამდენიმე დღის წინ, მან გადაცემა „ღამის პრაიმტაიმში“ ვაქცინაციასთან დაკავშირებით სკანდალური და ხმამაღალი განცხადებები გააკეთა, რის გამოც ის საზოგადოებს მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

„თქვენი განცხადება სიცოცხლისთვის სახიფათოა“ - ირაკლი იმნაიშვილის და ეკა კვალიაშვილის სკანდალური დაპირისპირება

„თემურ წიკლაური კოვიდით არ გარდაცვლილა და ამას თუ გინდა დაგიმტკიცებთ“ - ეკა კვალიაშვილის სკანდალური განცხადება

🔘 მძიმე დაავადება

2019 წელს ეკა კვალიაშვილი საზოგადოებას დახმარებას სთხოვდა. მომღერალი მძი­მე ნე­ი­რო­ვირუ­სი­თაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, რაც მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხეს უქ­მნის.

მომ­ღერ­ლის თქმით, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია, მას კი მკურ­ნა­ლო­ბის ფი­ნან­სე­ბი არ ჰქონდა.

„დიდ­ხანს ვი­ფიქ­რე, მე­რი­დე­ბო­და თქმა, მაგ­რამ ჯობს ვთქვა... მე­გობ­რე­ბო, ვა­კე­თებ სე­რი­ო­ზულ გან­ცხა­დე­ბას. ჯან­მრთე­ლო­ბამ ძა­ლი­ან შე­მო­მი­ტია, ისევ და­მე­წყო ხუთ­ვა, არ მშვე­ლის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი "სალ­ბუ­ტა­მო­ლი", მხო­ლოდ "სიმ­ბი­კორ­ტი" მიხ­სნის ამ სა­ში­ნე­ლე­ბას, რაც საკ­მა­ოდ ძვი­რია და ვერ ვა­ხერ­ხებ, რომ ეს წა­მა­ლი სულ მქონ­დეს და ვი­სუნ­თქო.

ღმერ­თმა აცხო­ნოს, მე­რაბ კი­ლა­ძემ გა­მი­კე­თა ოპე­რა­ცია და შემ­დეგ ალერ­გო­ლოგ­თან მი­მიყ­ვა­ნა, დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი, რო­მელ­საც ერთი წელი ვი­ღებ­დი, რად­გან ვერ ვსუნ­თქავ­დი, შე­მიც­ვა­ლეს "სიმ­ბი­კორ­ტით", ისიც მთე­ლი რიგი ტეს­ტე­ბი გა­მი­კე­თეს, რომ რა­ი­მეს ალერ­გია არ მო­ე­ცა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს აღარ ჰყავს მე­რაბ კი­ლა­ძე და მე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჩე­მი­ა­ნი ექი­მი, რომ­ლი­საც მჯე­რო­და და ზუს­ტად იცო­და თა­ვი­სი საქ­მე...“, - წერდა ეკა კვალიაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵მეუღლესა და ქალიშვილზე ძალადობა, სასტიკად ნაცემი ბიზნესმენი და 20 წლით პატარა რჩეული - სკანდალებში გახვეული დავით კოდუას პირადი ამბები

🔵ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი

🔵შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი

🔵სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი

🔵ჭორები დათო ხუჯაძისა და ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ქალები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს