Digest Logo

„რამდენი ჩვენნაირი ობიექტია რეგიონში, ვინც სახელმწიფო ბიუჯეტს ავსებს? დღევანდელმა სიტუაციამ დაგვაყენა ყოფნა - არ ყოფნის წინაშე“ - ლალი სამსონიძე

1638876310
ლალი სამსონიძე

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლალი სამსონიძე, რომელსაც რეგიონში ერთ-ერთი კვებითი ობიექტი აქვს, წერს, რომ მწვანე პასპორტების შემოღების შემდეგ, ბევრი თანამშრომლის გაშვება უწევს სამსახურიდან. გარდა ამისა, აცხადებს, რომ ვერ გადაიხდის კომუნალურებს, საბანკო ვალდებულებებს და იჯარას.

„მინდა მოგაწვდინოთ ხმა რეგიონიდან.

ურთულეს პირობებში გვიწევდა პანდემიის პირობებში მუშაობა, შევძელით და გადავარჩინეთ როგორც ბიზნესი, ასევე დასაქმებულები.

თუმცა, დღევანდელმა სიტუაციამ დაგვაყენა ყოფნა - არ ყოფნის წინაშე.

57 დასაქმებულიდან 35 ადამიანის სახლში გაშვება მომიწევს... ვერ გადავიხდით კომუნალურებს, საბანკო ვალდებულებებს, იჯარას, მწვანე პასპორტი რეგიონისთვის კიდევ უფრო მძიმე თემაა.

ყველა ღონეს ვცდილობთ ვინმეს მივაწვდინოთ ხმა... რამდენი ჩვენნაირი ობიექტია რეგიონში, ვინც სახელმწიფო ბიუჯეტს ავსებს.

თქვენთან გავბედეთ მოგვეწერა, რადგან თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს, თქვენ უფრო ადვილად მიიტანთ ჩვენ სათქმელს იმ ადამიანებთან, ვისაც ხელეწიფება ჩვენი გადარჩენა.

უდიდესი პატივისცემით სამცხე- ჯავახეთის რეგიონი“, - წერს ლალი სამსონიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„კაბინეტში შემობრუნდა და თავს მახსენებს: „ექიმო მე სამ ასოზე რომ გამიშვი ის ვარო“ - სახალისო ისტორიები, რომლებიც ექიმს გადახდათ

„სექსი დასაშვებია, ოღონდ უკონტაქტო... ბოდიში, აბა მხოლოდ მორგებში უნდა იყოს ანშლაგი?“ - ლალი მოროშკინა

„ჩემო ნაც-ტროლებო, ბოტებო... მიდით, აიშალეთ ფაფარი, გაფარჩაკებულებო “ - ვის მიმართავს დათო ოქიტაშვილი

ქუთაისში 3 თვის ჩვილმა კორონავირუსი დაამარცხა