Digest Logo

რას წერდა ზურა ბაკურაძე დედაზე, რომელიც მის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა

1624479400
ზურა ბაკურაძე

„ქართული ხმების“ სოლისტი, ზურა ბაკურაძე დღეს უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. მომღერალს რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა.

სოლისტი რაჭაში სწორედ დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. დედის გარდაცვალების შესახებ ზურა ბაკურაძემ სოციალურ ქსელშიც დაწერა.

„ვერ მოერია ჩვენი დედიკო ამ ვერაგ დაავადებას! პანაშვიდი დღეს და ხვალ-მუხიანის მესამე მიკრო, პირველი კორპუსი, მეხუთე სადარბაზო, მეშვიდე სართული (პოლიციის მოპირდაპირედ)“,- წერდა მომღერალი.

ეს პოსტი მომღერალმა 6 ივნისს გამოაქვეყნა. დღეს კიშქმერში გზა ჩავარდა და მომღერალი, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა ხევში გადაიჩეხა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

პედიატრი: ზღაპარია, რომ მარილიანი წყალი და მაგნიტური ქვიშა ძვლოვანი სისტემისთვის სასარგებლოა

„ფიქრადაც არ მომსვლია, რომ უნდა გავთხოვდე“ - სვეტიცხოველის ცნობილი გიდი პირადი ცხოვრებაზე ალაპარაკდა

დღეს დავრჩი უსახლკაროდ, დღეს დასრულდა სამართალი, დავკარგე ყველაფერი! – ბესო ზანგური