Digest Logo

„რატომ მალავს ეკლესია პატრიარქის აცრას?“ - რას წერს ბასილ კობახიძე პატრიარქის აცრასთან დაკავშირებით

1628669912
პატრიარქი

თეოლოგი და სასულიერო პირი, ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პატრიარქის აცრასთან დაკავშირებით წერს.

მისი აზრით, პატრიარქი აცრილია და ამ ფაქტს არ ასაჯაროებენ.

„პატრიარქის აცრას რატომ მალავს ეკლესია?

ამ ფაქტის გასაჯაროებითაც კი ხომ მრავალი აიცრებოდა. დღეს 48 ადამიანი გარდაიცვალა და 13 აგვისტოს პატრიარქი არ აიცრებაო ამას რომ აცხადებს ეკლესია ჯაღმაიძის პირით, იმის მაგივრად რომ ეთქვა უკვე აიცრაო, ეს პირდაპირ ანტივაქსერული განცხადებაა“,- წერს კობახიძე.

ინფორმაციისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 13 აგვისტოს აიცრება.

საპატრიარქოს პრეს-სასმსახურის წარმომადგენელს, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, გავრცელებული ამბავი დეზინფორმაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

VIDEO: „სიჭინავას უნდა მოჰკიდო ხელი, ჩააცვა თეთრი ხალათი და ერთი კვირა სანიტრად ამუშაო“ - გიორგი ფხაკაძე

„საქართველომ დღეს შეუცვლელი ექიმი დაკარგა!“ - ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ქმარმა ორსულ ცოლს დანა 7-ჯერ ჩაარტყა, ექვსი მცირეწლოვანი შვილი მოკლა, გვამები დანით დაანაწევრა და პარკებში გადაანაწილა - გაუხმაურებელი ამბავი