ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოუწოდებს.
„რატომ ვიცრები? იმიტომ რომ აცრა 10–ჯერ ამცირებს ჩემ დაინფიცირების შანსს; იმიტომ რომ დაინფიცირების შემთხვევაში გადავიტან იოლად და არ მოვკვდები; რატომ მინდა რომ შენც აიცრა? იმიტომ რომ შენი დაინფიცირების შანსიც 10–ჯერ შემცირდება და ეს ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოების გაზრდაა;
ეს მსოფლიოს ყველა ქვეყნის სტატისტიკაა. ეს ციფრებია, რომელსაც ვერსად წაუხვალ: დაინფიცირებული აცრილების დაბალი პროცენტი და არცერთი ლეტალური შედეგი. გაიგებ რასაც ვამბობ? შენთვისაც კარგია და ჩემთვისაც. ვერ გაიგებ? აცრის დაძალების უფლება არ მაქვს, მაგრამ იმის უფლება კი მაქვს, გითხრა – მოგსტყვნია პატრონი", - წერს ირინა სარიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„ვერ ვიგებ, რატომ ვაცხადებთ ეროვნულ გმირად საკუთარ პროფესიაში წარმატებულ ადამიანს“ - ირინა სარიშვილი