ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი, საქართველოში არსებულ კოვიდვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. ამბობს, რომ რაც მეტი ადამიანი გადაიტანს კორონავირუსს, მით უფრო მალე შევალთ მშვიდ ფაზაში.
„ბევრი ადამიანი მწერს პირად შეტყობინებას - ბატონი ბიძინა გამოხატეთ თქვენი აზრი რაები ხდება ქვეყანაში ამ გაგანია პანდემიის დროსო?! ვისაც გადაწყეტილი აქვს კონცერტი, ქორწილი, გიტარა და ცხელი ტაში არ ინერვიულოთ, აქაც არის „დადებითი“ მომენტი. როდის დასრულდება ახლა პანდემია პირბადით და დისტანციით, რაც მეტი ადამიანი გადაიტანს ინფექციას მალე შევალთ მშვიდ ფაზაში. ვისაც არ გინდათ გახდეთ ამ სტატისტიკის ნაწილი აიცერით! ესაა ჩემი კომენტარი!", - წერს სოციალურ ქსელში კულუმბეგოვი.
VIDEO: ირაკლი ღარიბაშვილი „ფაიზერით" აიცრა
„აუცრელებისთვის უნდა აიკრძალოს მაღაზიაში შესვლაც" - ნახეთ, რას ამბობს ნინო ჯანგირაშვილი
„მოლარეს პნევმატური იარაღით დაემუქრა, გაიტაცა ფული და სიგარეტის კოლოფები" - ყაჩაღობა ახმეტაში