Digest Logo

„რეანიმაციაში შევედით. დედიკოს ხმა რომ გაიგო თვალზე ცრემლი დაჰყვა. დავუჩოქე და ვთხოვე, ებრძოლა, ალბათ ესმოდა“ - დიკა სალაყაია გარდაცვლილ დაზე

1639641663
დიკა სალაყაია

7 დეკემბერს კორონავირუსით კიდევ ერთი ორსული ბაკო სალაყაია გარდაიცვალა. რამდენადაც ცნობილია ის მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ. როგორც მისი ახლობლები წერენ, ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, თუმცა ის იმდენად მძიმედ იყო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დღეს ბაკოს დამ, მწერალმა დიკა სალაყაიამ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

„ეს ერთი თვე ყველა ფრონტზე ვიბრძოდით…

დილის ექვს საათზე წყნეთში ავდიოდით მე და დედა სალოცავად, მერე მამა ნიკოლოზთან, მერე გზად ტაძრებში, მარტო ჩვენ ვისხედით კლინიკის ჰოლში ანთებული სანთლით საღამოობით…

ვინმე თუ სადმე დავიგულეთ ყველა ჩართული იყო… „ნახევარი საქართველო ამ გოგოზე რეკავსო” - კლინიკაში ამბობდნენ…

15 ქულით შევედით და საკეისრო დასჭირდა, მერე დამძიმდა და 24 ქულას ვებრძოდით…

რა მედიკამენტი არ მოვიძიეთ, მაგრამ ამაოდ…

იცოცხლებსო - რატიანის ეს სიტყვები მამშვიდებდა, მაგრამ მერე თურმე. ჩემს დას დახედავდა და პირჯვარს იწერდა, ღმერთო დაგვეხმარეო… ვერ ვიტან მას მერე სიტყვებს - „ისევ ისე”…„ისევ ისე”…

რეანიმაციაში შევედით… დედიკოს ხმა რომ გაიგონა თვალზე ცრემლი დაჰყვა… დავუჩოქე და ვთხოვე ებრძოლა….
ალბათ ესმოდა…

მერე…. მერე, გიჟი ვეგონე ალბათ ექიმებს… ოღონდ თქვენ არ დაიღალოთ და ჩემი და გაუძლებს, გადაიტანს კრიზისს და არ მიღალატებს -მეთქი, იქეთ ვამშვიდებდი მის ექიმებს…

დედა ანასაც არ უთქვამს, რომ მოკვდება თქო…

ათას იმედს ვიგონებდი და ვებღაუჭებიდი… ექთანი მწერდა, მირონს რომ ვაცხებ სატურაცია ათით იმატებსო…

იმ დღეს…. იმ დღეს… დედიკოს ისე ციოდა, ყინავს მეთქი დავამშვიდე… რაღაც ცუდს მიგრძნობს გულიო… მამა ნიკოლოზის კართან ღამეს გავათევ მეთქი და…..

„შენი და მეც მომიკვდაო” - ლევან რატიანმა….

არა:( ჩემი და დედიკოს დაეკარგა და მერე მე…

ჯერ დედას და მერე მე…

მის შვილებსაც დედა არ ჰყავთ…

მე კი, ფრთამოტეხილი, მიტოვებული, შვილმკვდარი დედის შვილი ვარ…

ახლა დედაჩემია ჩემი დაც…“, - წერს დიკა სალაყაია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„დავიღუპე… როგორ ვიცოცხლებთ დედიკო და მე არ ვიცი… ჩამოიქცა ცა… უსასრულოდ…“ - დიკა სალაყაია გარდაცვლილ დაზე

„ომიკრონი“ 10-ჯერ ნელა იზრდება ფილტვის ქსოვილში, რაც დაავადების დაბალი სიმძიმის მაჩვენებელია“ - ზაზა წერეთელი

„მთავარია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და ამისათვის ყველა გზა ჩემთვის მისაღებია“ - ირინა სარიშვილი

რა კერძი უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ

ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - გაიგეთ, როგორი ბოსი გყავთ