Digest Logo

„რეჟიმის დამხობის შემდეგ, თანამშრომლების ნაწილი ტირილს დაიწყებს, რომ საზიზღრობების კეთებას აძალებდნენ“ - ჩერგოლეიშვილი

1626330682
ჩერგოლეიშვილი

გამოცემა „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ტელეკომპანიები „პოსტს ტვ“ და „იმედი“ ბიძინა ივანიშვილის არხებია.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ამ ტელევიზიებიდან რამდენიმე ჟურნალისტი აქციაზე მივიდა ბევრს არაფერს წყვეტს.

„ჟურნალისტო მეგობრებო.

„პოს ტვ“ და „იმედი“ არის ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტული არხები.

ის რომ რამდენიმე თანამშრომელი აქციაზე მოვიდა, არც იმ მომენტში ცვლიდა რამეს, არც ახლა ცვლის და არც შეცვლის.

ეს არხები კვლავინდებურად იკადრებენ ყველაფერს, რის კადრებასაც რეჟიმი მოსთხოვს.

რეჟიმი რომ დაემხობა, თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი ტირილს დაიწყებს, რომ აძალებდნენ საზიზღრობების კეთებას (მინახავს და მომისმენია ჩემი თვალით და ყურით როცა რეჟიმი იცვლება რეჟიმის ყურმოჭრილი მოსამსახურეები რაებს კადრულობენ).

კარგი მოქალაქეობა არ განისაზღვრება პროფესიით, პარტიით, ტელევიზიით.

კარგ მოქალაქეობას არც ის განსაზღვრავს, რომელი კლანის წევრი ხარ.

კარგ მოქალაქეობას განსაზღვრავს ღირებულებები (ღირებულებები გაკავებს, თუ გაგაჩნია, რომ მაგალითად „პოსტ ტვში“ არ იმუშაო).

ამიტომ, ერთადერთი სწორი გზა, თუ შედეგი გვინდა და არა იმედგაცრუება, ღირებულებების გარშემო ერთობაა.

ასეთი ერთობა ჯანსაღია.

სხვაგვარი - არა. (როგორი ხმამაღალი განცხადებებიც არ უნდა ისმოდეს)

ვისაც ყველა მოქალაქის სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლების სჯერა და ამ მიზნისკენ მიისწრაფვის, ამ საქმეში მხოლოდ ის შეიძლება იყოს მოკავშირე.

ყველა სხვა (ღირებულებების პოპულისტური ბუღალტერიით შეპყრობილი) - უიმედოა“,- წერს ჩერგოლეიშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ბანძო და ჩმორო „კრიტიკული მედიის“ უფროსებო...“ - შალვა რამიშვილის მიმართვა

„დედის ხმა არ ამომდის ყურებიდან …. რომ შევედი ამომხედა და „რას მეტყვი რას?“ - ეკა ბესელია

„მეთამაშებოდა, ამ კადრებს როგორ დავივიწყებ... შევედი დასაძინებლად, რატომ შევედი, რა მინდოდა...“ - დედამ გარდაცვლილი შვილი უკანასკნელ გზაზე გააცილა