Digest Logo

„როდესაც 15-დან ერთმა ექსპერტმა პფაიზერის წინააღმდეგ მისცა ხმა, დავწერე კიდეც  ნეტავ ვის უფრო მშვიდად დაეძინება ამ ღამით, 14-ს, თუ იმ ერთს მეთქი“

1630163714
ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული, პფაიზერის მხარდამჭერ ექსპერტებსა და პროგრესულ საზოგადოებაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, პროფესიონალების მთავრი საიდუმლო პროფესიულ ინსტიქტშია, რომელიც ხშირ შემთხვევაში მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს იხსნის ხოლმე.

„როდესაც FDA-მ პფაიზერის ვაქცინას საგანგებო მდგომარეობაში გამოყენების დროებითი ლიცენზია მიანიჭა და როდესაც 15-დან ერთმა ექსპერტმა წინააღმდეგ მისცა ხმა, მახსოვს რას ვგრძნობდი; დავწერე კიდეც აქ, ფეისბუკზე, ნეტავ ვის უფრო მშვიდად დაეძინება ამ ღამით, 14-ს, თუ იმ ერთს მეთქი. პასუხისმგებლობა კოლოსალური იყო და წარმოდგენაც მიჭირდა მისი სიმძიმის გააზრებაზეც კი. მაგრამ გადაწყვეტილება მისაღები იყო.

საოპერაციოს აქვს ერთი ოქროს წესი, გადამწყვეტ სიტუაციაში, როდესაც მხოლოდ წამები გაქვს ადამიანის გადასარჩენად, არ უნდა გაიყინო; უნდა იმოქმედო. თუ ეჭვებმა და ყოყმანმა გაგყინა, მაშინ პაციენტი მოკვდება. სწორედ ამ დროს ხდება პროფესიონალის ინსტიქტებამდე გამჯდარი, წვრთვნის შედეგად ავტომატიზმამდე დასული ალღოს ამუშავება და მოქმედება იწყება. შესაძლოა პირველი მანევრები მცდარი იყოს, მაგრამ მოქმედება ანგრევს შიშისგან აშენებულ ყინულის ბარიერს და მერე უკვე გათავისუფლებული გონების ტალღა ენერგიულად უპირისპირდება პრობლემას. ასეთი პრინციპით მუშაობს პროფესიონალის გონება კრიტიკულ სიტუაციაში.

იმ დღეს, 15 ექსპერტის გონება ეჭვიან შიშს რომ გაეყინა, ათეული მილიონობით ადამიანი დღეს მკვდარი იქნებოდა.
გავიდა 8 თვეზე მეტი და მილიარდობით დოზით გაკეთდა გადამრჩენელი ვაქცინა; ყველაზე სანდო და ნაცადი ხერხით, ემპირიულად დამტკიცდა მისი უსაფრთხოება და მის მიერ გამოწვეული გართულებების უიშვიათესობა. გაქარწყლდა ბევრი ინტელექტუალი სკეპტიკოსის საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო თეორია. მოქმედებამ, მოძრაობამ ისევ გაამართლა. ასეა. პროგრესი მხოლოდ გათვლილი, დასაბუთებული გარისკვის შედეგად მოდის. ასე ვითარდება მსოფლიოში ყველაფერი და მედიცინაც ვერ იქნებოდა განსხვავებული.
თვითმფრინავით ფრენა თუ გსურთ, მაშინ მასში ჩაჯდომის რისკები უნდა მიიღოთ!

წარმოიდგინეთ პროფესიონალი ავიაკონსტრუქტორი, რომელიც ტრანსატლანტიკური რეისის მომლოდინე საზოგადოებას გრაფიკულად დასურათებულ ლექციას უკითხავს ცნობილი საავიაციო კატასტროფების შესახებ. წარმოიდგინეთ? შეედავებით? მოუსმენთ? გმირად ჩათვლით? ჭკვიან, პასუხისმგებლობიან ადამიანად მიიჩნევთ? თვითმფრინავით მოგზაურობის მსურველთ უტვინო ცხვრებს დაუძახებთ? განსჯა თქვენთვის მომინდვია.

ერთი-ორი ადამიანი ალბათ შეყოყმანდება, ჩემოდნებს გამოითხოვს და შვებულებას გააუქმებს, დანარჩენები კი გაფრინდებიან.

ასე ფრინავდნენ გაბედულნი და გონიერნი. ისევ იფრენენ...“, - წერს გურული.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ქუთაისში გაიმართა დიდი ქორწილი, თავისი ტაშფანდურით და „ტრადიციული“ სმაჭამით“...

„დედაჩემის ჯანმრთელობა დაამძიმეს! - უბრალოდ შნური ჰქონდა მიმაგრებული და ატყუებდნენ ჟანგბადი მოდისო“

„თუ ცოტა ადამიანობა მაინც შეგრჩათ ნუ იქნებით დებილი და აცრას თუ არ გაიკეთებ ტყუილებს ნუ ავრცელებთ!“