რეჟისორი დათა თავაძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს საკუთარი ფეისბუკ გვერდით ეხმაურება.
„გუშინაც მთელი დღე ამას ვფიქრობდი და ათი წლის წინაც და, დარწმუნებული ვარ, თქვენც თქვენს სფეროებში იგივეს გრძნობთ: თუ ამ ყველაფრის შემხედვარე, ჩემი კოლეგების, ახლობელი ხალხის, მართლა განათლებული ადამიანების აზრი არ იცვლება, თუ ის ხალხი, ვისი მოწოდებაც თანადგომისკენ, თავისუფლებისკენ და სიყვარულისკენ უნდა იყოს უკომპრომისო, რადიკალური და დამანგრეველი ძალის არის ჩუმად და გაფართოებული თვალებით უყურებს ამ საშინელ ცინიზმს, სუსტის ჩაგვრას და იმ ქალს, დღეს მთელი სამრევლოს წინ რომ ეყო სიმამაცე, რომ მარტო გაემიჯნოს თავისივე თემს, მაშინ, არ ვიცი მე, რისი იმედი უნდა მქონდეს საერთოდ. როგორ უნდა ვიფიქრო, რომ ოდესმე ამ სისხლის წყურვილით გაგიჟებულ ბრბოს რამე გადაუტრიალდება თავში.
და მერე, როცა დაწყნარდება ყველაფერი სხვისი გამბედაობის ხარჯზე, ლექციები გვიკითხეთ ვაჟა-ფშაველას იდეებზე ისეთი სახეებით, გეგონება თქვენი მოფიქრებული იყოს...თქვენც ორკები ხართ, რა გგონიათ",- წერს დათა.
📣ასევე დაგაინტერესებთ:
„ხელი მომტეხეს და ვეღარ გავიგე, მერამდენე „მაიკა" უნდა შევწირო ამ ქვეყანას"- რას წერს ირაკლი აბესაძე