Digest Logo

„როგორც ოჯახის პრობლემას, ასე ვიღებ თითოეულის გასაჭირს" - ვინ არის ახალგაზრდა, რომელმაც მრავალი ინფიცირებული სიკვდილს გადაარჩინა

1629785048
სოფო ჯაფარიძე

 სოფო ჯაფარიძეს­ ყველა იცნობს, როგორც „მედგიდის" დამფუძნებელი და მრავალი ადამიანის გადამრჩენელი. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ექიმი სტომატოლოგის, სოფო ჯაფარიძის პირადის შესახებ. მოდით, ვნახოთ, ვინ არის და ახალგაზრდა ექიმი.

„ვმუშაობ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, კათედრაზე. მყავს სტუდენტები, თან პრაქტიკოსი ექიმი ვარ. ექიმების ოჯახში გავიზარდე, დედისა და მამის მხრიდან ოთხი თაობა. ყველა ექიმი იყო და ვერც კი წარმომედგინა, თუ სხვა პროფესია არსებობდა. ბაბუა, ვახტანგ ყიფიანი, სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი გახლდათ. საოცარი ადამიანი იყო და, ალბათ, ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. სწორედ მისი გაზრდილები არიან ის ექიმები, რომლებიც დღეს წინა ხაზზე იბრძვიან. მისი დამსახურებაა ისიც, რასაც დღეს ვაკეთებ. ექიმის გულისხმიერებას ბევრი რამ შეუძლია. ტყუილად ხომ არ ამბობენ, რომ ზოგჯერ ექიმის სიტყვაც კი კურნავს... - მე არ ვარ ინფექციონისტი, არც თერაპევტი, მაგრამ როდესაც პანიკაში მყოფი ადამიანები მირეკავენ და მეუბნებიან, რა აწუხებთ (ბევრს სწორედ ფსიქოლოგიურად უჭირს ამ ყველაფრის აღქმა), მე მათ ვამშვიდებ - ეს ყველაზე მთავარია დღეს", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

ახალგაზრდა ექიმი ერთ-ერთ პაციენტთან საუბრის დეტალებს იხსენებს.

„ერთმა ქალბატონმა მომწერა, როდესაც "კოვიდი" დამიდასტურდა, პანიკაში ვიყავი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, მაგრამ „მედგიდში" გაწევრების შემდეგ ვნახე, რამდენ ადამიანს ეხმარებით და დავმშვიდდიო. აი, ალბათ ამიტომ ამბობენ, რომ ზოგჯერ ექიმის სიტყვასაც კი შეუძლია მორჩენა. მიხარია, თუ ჩვენი ჯგუფის სახით ადამიანებს იმედი გაუჩნდათ და მშვიდად არიან. პოსტის დადებისთანავე აუცილებლად ჩნდებოდა ან თქვენი კომენტარი, დამირეკეთ, დაგეხმარებითო, ან სხვისი - დაურეკეთ სოფო ჯაფარიძეს, ის დაგეხმარებათო. უამრავი ადამიანი გამოხატავდა მადლიერებას. მიკვირდა, როგორ შეეძლო ერთ ადამიანს ამდენი და ვინ იყო ეს ახალგაზრდა ექიმი".

„რამდენჯერ პაციენტებთან დილამდე გვისაუბრია, რომ დაგვემშვიდებინა და აგვეხსნა, რა გაეკეთებინათ და როგორ მოქცეულიყვნენ. ყოფილა შემთხვევა, დაურეკავს კოვიდდადებით პაციენტს და უთქვამს, ვიგუდები, ვეღარ ვსუნთქავ და ვეღარ ვლაპარაკობო. დამიწყია საუბარი და ერთი საათი ისე გასულა, დავიწყებია, რომ ცოტა ხნის წინ იგუდებოდა. ამით იმას კი არ ვამბობ, რომ იგონებენ, უბრალოდ, პანიკაში არიან და ასე ჰგონიათ. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ამ დაავადებას ახლავს. დედა მყავს ინფექციონისტი და მასთან და იმ ექიმებთან, ვინც ახლა პირველ ხაზზე იბრძვიან, ყოველდღიური კონტაქტი მქონდა. ვხედავდი, რა გაუსაძლისი იყო მათი ყოფა, როგორ გართულდა კომუნიკაცია ექიმსა და პაციენტს შორის, ამიტომ გადავწყვიტეთ, მედიატორის ფუნქცია შეგვეთავსებინა და ამ ჯგუფის შექმნა დავაჩქარეთ. შეიძლება, არ დამიჯეროთ და ჩათვალოთ, რომ ვაზვიადებ, მაგრამ ძალიან ემოციურად ვუდგები თითოეულ პოსტს. როგორც ოჯახის პრობლემას, ასე ვიღებ თითოეულის გასაჭირს. ჩვენ, ყველა ერთად, შევძლებთ, კორონავირუსს მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგით გავუმკლავდეთ".

ალბათ აქამდე არ იცოდით, რომ სოფოს მეუღლე და სამი შვილი ჰყავს. უფროსი 11-ის, შუათანა 5- ის და პატარა 1 წლის.

„ჩემზე რა გითხრათ - მყავს მეუღლე და სამი ბიჭი. უფროსი 11 წლისაა, შუათანა - 5-ის და ნაბოლარა - ერთის. მეუღლე ამ რთულ სიტუაციაში ყველანაირად მიწყობს ხელს. პატარები ბევრს ვერაფერს ხვდებიან, მაგრამ უფროსი მეუბნება, დედიკო, ასეთ მაგარ საქმეს რომ აკეთებ, იცი, მე რა ამაყი ვარო?! ეს სულ სხვა ბედნიერებაა ჩემთვის. ამას წინათ შუათანა მეკითხებოდა, დედიკო, რატომ აღარ გიყვარვარო? მიიჩნია, რომ რაკი მუდმივად კომპიუტერთან ვზივარ, ან ტელეფონზე ვლაპარაკობ, რის გამოც მისთვის ნაკლები დრო მრჩება, ძველებურად აღარ მიყვარს... მართლაც ძალიან მიხარია, თუ ადამიანებს იმედი ჩავუსახეთ ჩვენი და ჩვენი ჯგუფის არსებობით",- ამბობს სოფო.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵გეგას ფოტო როიალზე ედო, ქმარს პრობლემა არ ჰქონია - ვინაა თინას მეუღლე და რას საქმიანობს წყვილი?

🔵„24 საათია ჩემ ფოტოებს ათრევს სოციალური სივრცე, ოღონდ აიცერით და შემდეგზეც რამეს მოგიფიქრებთ“ – მერსი სულხანიშვილი

🔵„აცრაზე ვარ და ექიმი ეკითხება ტიპს, გვერდითი მოვლენები თუ გქონდათო" - ნახეთ, რა უპასუხა პაციენტმა ექიმს