Digest Logo

„შეადგინეთ კონკრეტული გეგმა რისი დასრულება გინდათ...“ - რჩევები მიხეილ ცაგარელისგან 5 დეკემბერს სავსემთვარეობაზე

1764828687
მიხეილ ცაგარელი

2025 წლის 5 დეკემბერს წლის ბოლო სუპერმთვარეა - რისი გაკეთება რეკომენდებული და რისგან უნდა შეიკავოთ თავი ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი წერს და რჩევებს გვიზიარებს:

„ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ 5 დეკემბერს 03:15 საათზე სავსემთვარეობაა!

ძალიან კარგია კლებად მთვარეზე :

✅მოსაცილებელი საქმეების დროულად დასრულება

✅  ზედმეტი ნივთებისგან თავის დაღწევა

✅ დასუფთავება, როგორც სხეულისა და სულის, ასევე საცხოვრებელი სახლის, მანქანის, სამუშაო სივრცის…

✅კონკრეტული გეგმა შეადგინეთ რისი დასრულება გინდათ, ეს იქნება ურთიერთობები თუ რაიმე საქმე და 7-8 რიცხვებიდან შეუდექით მის განხორციელებას

✅არ გაცივდეთ, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას!

✅მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში დიდხანს გაჩერებას!

✅ ასევე მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებს და ინფორმაციებს, ეს დაგაზიანებთ და ენერგიებისგან დაგცლით, იქნებით გამოწურული ლიმონივით დაცლილი ენერგიებით.

✅ილოცეთ, ეზიარეთ, წლის დასასრულია და უდიდესი მნიშვნელობა აქვს სულისა და ხორცის ზრუნვაზე, მით უმეტეს საშობაო მარხვაც დაიწყო, და თუკი ვინმე ვერ იცავთ ნუ დაიმძიმებთ რთული საკვებითა და ალკოჰოლით კუჭს,
აგრეთვე, მძიმე სიტყვებით!!! ეს მნიშვნელოვანია!!!

✅უსურვეთ ყველას სიყვარული, აკეთეთ სიკეთე სიტყვიერად მაინც, დალოცეთ ყველა.

გვახსოვდეს სიყვარულია ერთადერთი გზა ხსნისა!!!
სიკეთე გქონოდეთ“, - წერს ასტროლოგი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სიბნელე მხოლოდ იქ ძლებს, სადაც იპოვის სივრცეს და ნახავს კუთხე არ გაქვს განათებული, ხოლო სინათლე იქ შედის, სადაც შენ მის მისაღებად შლი გულს“ - ქეთევან ჯანდიერი

⭕4 დეკემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

⭕„დაქორწინდით, დაიწყეთ მკურნალობა, მშენებლობა და გადადით ახალ სახლში...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი