Digest Logo

რომელი ასაკიდან უჯდებათ სულში ეს ურჩხული? - მაიკო კაჭკაჭიშვილი

1624368204
კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი, სოციალურ ქსელში ადამიანებს შორის ურთიერთობაში გაჩენილ ბოღმასა და შურზე სტატუსს წერს. მაიკო არ აკონკრეტებსმ თუ ვისმ ან რას ეხება კონკრეტული პოსტი, თუმცა აღნიშნავს, რომ მეგობრებს შორის ღალატი და ერთმანეთის გაჭორვა ტენდენციური გახდა.

„ნეტა რისი დამსახურებაა ეს ბოღმიანი ხალხი? რა წნეხში მოჰყვნენ ასეთში, რომ მერე აღარც გამოცდილებამ აღარ უშველათ, ის მაინც რომ გაეგოთ, როგორ უბრუნდებათ უკან ეს მახინჯი გრძნობაა, თუ თვისებაა, თუ ხასიათი!!!
რამხელა ღვარძლით აქვთ სულები სავსე, ისე მეცოდებიან, რომ ამ შეგრძნებით უნდა იცხოვრონ, რას ვერ იყოფთ? ან სხვისი ბედნიერება რატომ გამწარებთ? თქვენ წაგართვეს? თუ რაშია საქმე? ისე მაინტერესებს, საიდან, რომელი ასაკიდან უჯდებათ სულში ეს ურჩხული? ეს სიბნელის და უინტელექტობის ბრალია, თუ მშობლების, თუ რა ვიფიქრო არ ვიცი !!! ამ ბოლო დროს ისეთები ვნახე, მეგობრების მდაბიოდ ღალატი, ერთმანეთზე საშინელებების ლაპარაკი და მერე უკანალში შეძრომები და ნუ მოკლედ, შოკი აღარ ჰქვია ამას, ნეტა სადამდე მიდის ადამიანის უნამუსობა?

აგანთებენ, გაგაღიზიანებენ, გაგამწარებენ შეგნებულად, რომ წყობიდან გამოგიყვანონ, გათქმევინებენ რაც სურთ და მერე ატრიალებენ ისე, როგორც აწყობთ, ხთფუუი თქვენს ადამიანობას! მეცოდებით !“ - წერს კაჭკაჭიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

დააბრუნეთ კომენდანტის საათი, სტუმარი წასვლას ვეღარ მიხვდება - როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში რეგულაციების შემსუბუქებას

„ელიტარული“ tchkonia ბასეინზე შესვლას 100 ლარს ადებს... ზრუნავს ხალხზე, „კოკა-კოლას“ საწამლავის მამა“ - იუნა შაფათავა თემურ ჭყონიაზე