ტელეჟურნალისტი სალომე ასათიანი ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლებას ეხმიანება და წერს.
„ყოველ ჯერზე, როცა ამჟამინდელი ხელისუფლების რომელიმე მესვეური უკვე ძალიან გაცვეთილი პათეტიკით იტყვის ფრაზას “სისხლიანი ცხრა წელი”, უნდა ვუპასუხოთ სახელით “ლუკა სირაძე”. ხომ რამდენი ტრაგედია, ძალადობა და უსამართლობა მოხდა ბოლო წლებში, მაგრამ ამ ბიჭის ამბავი ჩემთვის მაინც გამორჩეული შემზარაობით აჩვენებს ამ პათეტიკის ცინიზმს. ჯერ შფოთიანი და უდანაშაულო თინეიჯერი ხელში ჩაუგდეს გამომძიებელს, რომლის მხრიდან “ცხრა წლის” პერიოდში წამებაში მონაწილეობა სტრასბურგის სასამართლოს მიერ იყო დადასტურებული; და ამაზე ადამიანურადაც არ გაუჩნდათ ემოცია – სანამ ლუკა თვითმკვლელობის მცდელობის მერე სიკვდილს ებრძოდა, ბრიფინგს ბრიფინგზე ატარებდნენ, თმის ღერი არ ჩამოვარდნია ბავშვს დაკითხვაზეო. ლუკას სიკვდილის ამბავი რომ გავრცელდა, ეს გამომძიებელი მხოლოდ მერე დააკავეს, ეგრევე თან, ნახევარ საათში. „ახალი გარემოებები“ გამოიკვეთა ალბათ მაინცდამაინც იმ ღამეს, 5 წუთში. დღეს კი ეს გამომძიებელი ვადაზე ადრე თავისუფლდება – ნაცვლად იმისა, რომ ეს ტრაგედია მაინც გამხდარიყო განგაშის, ყველა სხვა დამნაშავის დასჯის და „სისტემის“ სადიზმისგან გაწმენდვის საფუძველი. მოკლული და ნაწამები ადამიანების სხეულებზე გადავლით ყალბ პოლიტიკურ თამაშობებზე ამორალური და შემზარავი რა შეიძლება იყოს. სწორი იყო ის ტრაგიკული ბიჭი. მართლა ამ ცხოვრების დედაც“, - წერს ლუკა სირაძე.
ცნობისთვის, 15 წლის ლუკა სირაძე საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა. მან თვითმკვლელობა, სავარაუდოდ პოლიციაში მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. ლუკა სირაძე იაშვილის კლინიკაში იყო მოთავსებული, სადაც გარდაიცვალა.
ლუკა სირაძეს „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვას და წარწერის - „ამ ცხოვრების დედაც“ გაკეთებას ედავებოდნენ, რის გამოც ის პოლიციაში მოხვდა.