Digest Logo

როცა მახსენდება საქართველოს მდგომარეობა... მრცხვენია და გული მტკივა - რევაზ ბოჭორიშვილი

1626238867
რევაზ ბოჭორიშვილი

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ექიმი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში საფრანგეთში მიმდინარე ვაქცინაციის კამპანიაზე წერს.

„გუშინ ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა 2 მნიშვნელოვანი რამ:

პირველი. სამკურნალო დაწესებულებების პერსონალისთვის ანტიკოვიდური აცრა სავალდებულო ხდება. ცნობისათვის, ექიმთა 80% აცრილია, ფეხს ითრევენ ექთნები და სანიტრები…

მეორე. სანიტარიული პასი (2 მაგი ვაქცინაცია, ან უარყოფითი PCR ტესტი, ან გადატანილი კოვიდი) სავალდებულო ხდება (21 ივლისიდან) ყველგან სადაც 50 კაცზე მეტი იკრიბება. თეატრი, კინო, რესტორანი, სუპერმარკეტი, სტადიონი, ფიტნესის ცენტრები და ა.შ. და ა.შ.

დამატებით, ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა გამოაცხადა, რომ 15 სექტემბრიდან აუცრელი სამედიცინო პერსონალი ვეღარ იმუშავებს და ხელფასს ვერ მიიღებს.

ხოდა, ამ განცხადებების მერე გუშინვე, 950 000 ადამიანი ჩაეწერა ვაქცინაციაზე, 350 000 ჩაეწერა დღეს დილას, 4000-დან 5000-მდე ჩაწერა ხდება წუთში დღეს დილიდან (ხო, საიტს კიბერთავდასხმა არ განუცდია).

მე პირადად ამ ზომებს ვამართლებ და ჩემი კოლეგებიც ასევე, ვისაც ამ დღეებში ველაპარაკე (ვალდებულების თემა უკვე დიდი ხანია განიხილებოდა მედიაში).

ექსტრემისტ ანტივაქსერებისთვის დავამატებ, ზოგიერთი აცრა, მაგალითად ჰეპატიტ B-სი, ან პედიატრებისთვის ყივანახველასი (მოზრდილებში უსიმპტომო და ბავშვებში სასიკვდილო), საფრანგეთში (და ბევრგან) დიდი ხანია სავალდებულოა თუ საავადმყოფოში მუშაობ ექიმად, ექთნად, სანიტრად. პროფესიები რომლებიც თავისთავად ბევრ ვალდებულებას გულისხმობს. არ მოგწონს? შეიცვალე პროფესია. დიახ.

და ბოლოს, ვაქცინები ყველასთვის საკმარისიაო, განაცხადა მაკრონმა. დღეს 9 მილიონი დოზა გვაქვს და არანაირი დეფიციტი არ იქნება მომავალშიო.

როცა მახსენდება საქართველოს მდგომარეობა… მრცხვენია და გული მტკივა.. და არც გასაღიზიანებლად ვწერ ამას. მხოლოდ იმის საჩვენებლად, რომ ესაა ევროპა. ევროპის უამრავი პრობლემისა და ხინჯის მიუხედავად, დღეს მთავარი საფიქრალი ხელისუფლების, ევროპის ყველა ქვეყანაში, ესაა პანდემიის ჩაქრობა. ნორმალური ცხოვრების აღდგენა… გინდ დაიჯერეთ, გინდ არა.. ასეა”, - წერს რევაზ ბოჭორიშვილი ფეისბუკ გვერდზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ძალადობის მერე, ადამიანმა სულაც რომ 1 თვის მერე თავი მოიკლას, ეს მაინც შესაძლებელია მოძალადის ბრალი იყოს“

VIDEO: „ციხეში ქართული ჩაი ვერ დავლიე, მარტო მოსკოვური და აზერბაიჯანული იყიდებოდა!“ - წულაიამ ტელეფონის ნომერი გაასაჯაროვა და მოქალაქეებს მიმართა

„მშენებლობაზე მუშაობდა, ტრაგიკულად გარდაიცვალა...“ - რას ჰყვებიან ლაშქარავას მამაზე?