Digest Logo

„მშენებლობაზე მუშაობდა, ტრაგიკულად გარდაიცვალა...“ - რას ჰყვებიან ლაშქარავას მამაზე?

1626205901
ოპერატორი

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, ლაშა ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მას ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს გულისხმობს.

უწყების ცნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, გარდაცვალება ნარკოტიკების ზედოზირებას გამოეწვია.

ლექსო დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. 

მედიასთან საუბრისას, „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ამბობს, რომ ლექსოს მამაც ტრაგიკულად დაიღუპა.

„ლექსოს მამაც ტრაგიკულად დაიღუპა. მშენებლობაზე მუშაობდა, ბლაგვი საგანი მოხვდა, რის გამოც გარდაიცვალა“,- ამბობს მელაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

VIDEO: „ლექსო მოკლა რუსულმა მთავრობამ და სიმსივნედ წოდებულმა საპატრიარქოს წახალისებულმა ძალადობრივმა დაჯგუფებამ“ - ატირებული ვატო წერეთელი და ლაშქარავას მოგონება

„მეთამაშებოდა, ამ კადრებს როგორ დავივიწყებ... შევედი დასაძინებლად, რატომ შევედი, რა მინდოდა...“ - დედამ გარდაცვლილი შვილი უკანასკნელ გზაზე გააცილა

„ეს ბრაზი სად წავიღო“ - გარდაცვლილი ოპერატორის ცოლის პირველი კომენტარი