„მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს უსაყვარლესი პატარა გოგოს, მეუღლის დის, თეას შვილიშვილის ფოტოს და წერს, რომ სახლში მისულს, როდესაც ეს პატარა ხვდება ყველანაირი დაღლა ავიწყდება.
„როცა ნაშაკიკარი, ნაწვალები, გათანგული და ენერგია გამოცლილი ბრუნდები სახლში და საკუთარ ლოგინში ეს ქსუტუნა არსება გხვდება, წარსულში რჩება ყველაფერი - დაღლილობაც, შფოთვაც, შაკიკიც კი.
რამდენიმე დღეს ატარებს ხოლმე ჩვენთან, და რომ მიჰყავთ, ეგრევე ცარიელდება ყველაფერი, თითქოს ბედნიერება გამოწოვეს ყველა კუთხე-კუნჭულიდან. ისევ ბრუნდება შფოთვაც, დაღლილობაც და შაკიკიც.
ჩემი პატარა სოფიო. დიდი სოფიოს შვილიშვილი და, მაშასადამე, ჩემიც. მაშასადამე კი არა, ჩემია თუა. ჩემი ოქროს წიწილა“- წერს ნიკა გვარამია.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„რამდენიმე კვირა თბილისში ვიქნები“ - ფხაკაძე ბრუნდება