„დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუს მორიგი სტუმარია ექიმი და ჯგუფ „მედგიდის“ დამფუძნებელი სოფო ჯაფარიძე.
სოფო ჯაფარიძე ანუ... ექიმი.
მაღიზიანებს... უყურადღებობა.
ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ... ახლავე.
არასოდეს მავიწყდება... არაფერი მავიწყდება.
ყველაზე სკანდალური ჭორი, რაც ჩემ შესახებ გამიგია... ბოლო 6 თვის განმავლობაში ბევრი ჭორი გამიგია ჩემს შესახებ. ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური იყო ალბათ, ის, რომ კლინიკებმა დახურეს თავიანთი დაწესებულებები და მაძლევდნენ, რომ მე შემეყვანა პაციენტები მათ კლინიკაში.
ჩემი ყველაზე დიდი იმედი არის... დედაჩემი.
მეშინია... თაგვის.
კორონავირუსის პანდემიამ ჩემს ცხოვრებაში შეცვალა... ყველაფერი.
პანდემია, როცა დასრულდება აუცილებლად... დავიძინებ.
1 სურვილი რომ გქონდეთ, რას ისურვებდით?... პანდემია დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში, რაც შეიძლება მალე ნაკლები ადამიანის გარდაცვალებით.
ჩემი უახლოესი გეგმა და მიზანია... ამწუთას ჩემი ცხოვრება იმდენად მოცულია პანდემიით და ადამიანების გადარჩენით, რომ ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ, მსურს კიდევ უფრო მასშტაბურს რამ გავაკეთო და უფრო მეტ ადამიანს დავეხმარო.
ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ვძლებ... ტელეფონი.
მჯერა... საკუთარი თავის.
რომ არა ის, ვინც ვარ, დღეს ვიქნებოდი... იურისტი.
ღმერთს რომ შევხვდები, მინდა ვუთხრა... მადლობას ვეტყოდი ყველაფრისთვის.
წინა რესპონდენტმა გიორგი ვარდოსანიძემ დაგიტოვათ კითხვა - ცხოვრებას რომ ამთავრებდეს, მისი ბოლო სიტყვები რა იქნებოდა? - ისწავლეთ ადამიანებმა ერთმანეთის გვერდით დგომა და დაამთავრეთ ერთმანეთთან ბრძოლა.
თქვენ რას ჰკითხავდით შემდეგ სტუმარს? აცრილი ხართ?