Digest Logo

როგორ ავირიდოთ შაკიკი, ჩიყვი და კანის უამრავი ტიპის დაავადება - ექიმი მარინა ტოტოჩავას განმარტება

1645535179
მარინა ტოტოჩავა

„თუ არ იქნება ასეთი მიდგომები, ისევ იქნებიან ქრონიკული დაავადებებით დაავადებული უშედეგო ადამიანები.
არასოდეს არ მორჩება შაკიკი, სანამ ფენილალანინის ცვლის ყველა ეტაპი არ დარეგულირდება და ღვიძლის დარღვეული ფუნქციები არ აღდგება“, - ამის შესახებ ექიმი მარინა ტოტოჩავა სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას დეტალურად უხსნის, თუ როგორ დავაღწიოთ თავი შაკიკს, ჩიყვსა და კანის სხვადასხვა დაავადებას.

„სიცოცხლის ბევრი საიდუმლო ფენილალანინიდან თიროზინამდე.

თუ არ იქნება ასეთი მიდგომები, ისევ იქნებიან ქრონიკული დაავადებებით დაავადებული უშედეგო ადამიანები.
არასოდეს არ მორჩება შაკიკი, სანამ ფენილალანინის ცვლის ყველა ეტაპი არ დარეგულირდება და ღვიძლის დარღვეული ფუნქციები არ აღდგება.

რატომ ეწამებიან ადამიანები შაკიკით, ჩიყვით, კანის უამრავი ტიპის დაავადებებით,დეპრესიით და სხვა.

ნუ ეუხეშებით, ნუ უყვირით ზარმაც ბავშვს, რომელსაც სწავლა ეზარება მას ფიზიოლოგიურად ძალიან უჭირს.
ენკეფალინაზა მავნე ფერმენტია, რომელიც დეპრესიის დროს ამინომჟავებს ამსხვრევს. რა უნდა გავაკეთოთ ენკეფალინაზას შესაჩერებლად.

ყველაზე უიმედოდ, რომელ შემთხვევაში უვარდებათ დაბლა კაცებს ლიბიდო
ფარისებრ ჯირკვალზე და ჩიყვის სხვადასხვა ფორმებზე და ტიპებზე ბევრი და დეტალურად ვისაუბრე სხვადასხვა სტატიებში. მაგრამ, ადამიანებმა მაინც არ იციან სასიცოცხლო დეტალები. ცოდნა კი აუცილებელია, რადგან ჩვენი ქვეყანა, ტოტალურად ენდემიური კერა ვართ ჩიყვის ან მასთან ასოცირებული დაავადებების. რაც იმას ნიშნავს , რომ ეს სისტემა დარღვეული აქვს , თითქმის ყველა მოქალაქეს, რაღაც დონეზე მაინც. ძალიან მოკლედ, ისევ დავაკონკრეტებ. რადგან, ეს დარღვეული მექანიზმები, გარკვეულ ხარისხში, თითქმის, ყველას ორგანიზმში მიმდინარეობს.

გაგახსენებთ, უმთავრეს შტრიხებს. რადგან, სრულიად დეტალურად, ეს, ყველა მედიცინის მუშაკმაც არ იცის. თუ კონკრეტულად ამ განხრაში არ მოღვაწეობს. მდგომარეობა კი იმდენად საგანგაშოა, რომ საჭიროა ეს , ყველა გონიერმა ადამიანმა იცოდეს თავის გადასარჩენად. თიროქსინი, 65 პროცენტი იოდისგან შედგება. ფარისებრ ჯირკვალს ჰაერივით სჭირდება იოდი. ყურადღება - თქვენ სარკის წინ დგახართ და შეგიმჩნევიათ რაღაც მომენტში, განსაკუთრებით დილით და განსაკუთრებით მეტაბოლურად, ფსიქოლოგიურად და ფიზიოლოგიურად დისკომფორტული წინა დღის შემდეგ ქვედა ქუთუთოების მცირე შეშუპება.

დისკომფორტულ დღეში შეიძლება იგულისხმებოდეს, რესტორანში ყოფნა და მიკრობებით მდიდარი ძვირიანი საკვების მიღება. ამ შეშუპებაზე ყველა სხვადასხვა პასუხს გაძლევს. მყარი ჭეშმარიტებაა, რომ ეს არის ჰიპოთირეოზის მანიფესტირება. თუ დადასტურებული არ გაქვთ, ეს ნადვილად გაქვთ, თუნდაც ლატენტურად და დისკომფორტული ცხვრების ერთი დღის გამო გამოიკვეთა. ფარისებრი ჯირკვლის მთავარი სამუშაო ფუნქციაა იოდის შემცეველი ჰორმონების: ტრიიოდთირონინის-t3, თიროქსინის-t4 და ცილოვანი ჰორმონის კალციტონინის წარმოქმნა.

ფარისებრი ჯირკვლის ქმედებებს და ფუნქციებს მართავს თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი - tsh. Tsh-ს ტვინში ჰიპიოფიზის წინა წილი ქმნის. ის იწვევს ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას. ტვინის ნეირონები რილიზინგ ჰორმონს ქმნიან. ამით ახურებენ ჰიპოფიზს და შედეგად გამოიყოფა-tsh . tsh ახდენს ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების სტიმულაციას, რომ წარმოიქმნას t3 და t4. მომატებული t3 დ აt4 tsh-ს ამცირებს. პირიქით, შემცირებული t3 და t4-tsh-ს ზრდის.

ჰიპერეთირეოზის დროს თიროქსინის ჭარბი წარმოქმნაა. ჰიპოთირეოზის დროს ჰორმონის ნაკლები პროდუქციაა. ჰიპერთირეოზი წონის დავარდნა ან ხან პირიქით; მადის აწევა, ოფლიანობა,კანკალი, შფოთვა, დიარეა, უძილობა. ჰიპოთირეოზის ნიშნები - წონის მატება; სიცივისადმი აწეული მგრძნობელობა; პულსის სინელე; ჩიყვების ფორმები, ქუთუთოების შეშუპება. ჰოპოთირეოზის ყველაზე ხშირი მიზეზებია -რენტგენები, დასხივებები რადიოლოგიური; ჰიპოფიზის სიმსივნეები; ყველაზე მეტად კი, ჩიყვის წამლების არასწორი დანიშვნა და დაუსაბუთებელი გამოყენება. განსაკუთრებით, ამ ბოლო ფაქტორის გამო გავაკეთე ფარისებრზე გადახვევა. რადგან ,ჯერ კიდევ მკაცრად ვერ დაინერგა ჩვენს პირობებში, რომ ფარისებრის პრობლემების ,მთავარი მამოძრავებელი მიზეზი და დამნაშავე არის - ამინომჟავა თიროზინის ცვლაზე არდაკვირვება და მკურნალობაში, მისი ორიენტირად არაღება. რადგან ყველაფერი ფარისებრის ირგვლივ მოდის თიროზინიდან. არა მარტო ფარისებრის ირგვლივ. თუ თიროზინის ცვლაზე ზედამხედველობაა და ზედმიწევნით მისი კონტროლია, არასოდეს ფარისებრი საოპერაციო არ გახდება; სიმსივნე არ განვითარება; ადამიანს სხვადასხვა გართულებები არ ექნება; მუდმივად არ დალევს ანტითიროიდულ წამლებს.

როგორც თანამედროვე ევროპული მედიცინა ამტკიცებს და ძალიან ხმამაღლა ამბობს , ასევე მეც ხშირად აღვნიშნავ, რომ ჰიპოთირეოზის ერთი ცნობილი და ხშირი მიზეზი ანტითიროიდული წამლების ხანგრძლივი და დაუსაბუთებელი გამოყენებაა. ამინომჟავა თიროზინის ცვლაზე, რომ კონტროლი ხორციელდებოდეს; ამინომჟავა თიროზინი ,რომ ხელში გვეჭიროს და ვაკონტროლებდეთ, არ მოხდება ფარისებრი ჯირკვლის არცერთი გართულება.

თიროზინი ბერძნულად სროლას ნიშნავს. საიდან იქმნება ის? მისი ბიოსინთეზი უშუალოდაა დამოკიდებული ამინომჟავა - ფენილალანინზე. მივდივარ მთავარ მიზეზებამდე და ისიც გაირკვევა, მაგალითად, ჩიყვის დროს რატომაა ადამიანი ნერვიულად აგზნებული. ფენილალანინს ქვევით დაწვრილებით გაგაცნობთ.

თუ ორგანიზმში ფენილალანინის ცვლა დარღვეულია, ან მომატებულია ან დაკლებულია, მაშინ თიროზინის სინთეზი უპირობოდ დაზიანებულია და ჩიყვის დამართების ფონია და არა მარტო მისი. ასევე უამრავი დაავადების. ფენილალანინის ნაკლებობის დროს, თიროზინის განსაკუთრებით ძლიერი დისბალანსია. ძალიან ბევრჯერ, სხვადასხვა რეკომენდაციაში ვახასიათებ მოკლედ თიროზინს. მაგრამ, არა მარტო პაციენტებისთვის, ბევრისთვისაც გაუგებარია, მისი გრანდიოზული როლი სიცოცხლისათვის. თიროზინის ცვლის დარღვევის დროს,განსაკუთრებით დეგრადირდება და დარღვევებით მუშაობს ტვინი, ღვიძლი და ფარისებრი ჯირკვალი. თიროზინის პრობლემისას, გამორიცხულია, ამ სამმა ორგანომ ნორმალურად იფუნქციონიროს და რომელიმე განსაკუთრებით არ დაზიანდეს.

500-ზე მეტი ცილის სახეობაა ცნობილი, იმ ექიმებისთვის, ვინც ცილების დეტალური შესწავლით ინტერესდება . თიროზინი, უამრავი ცილის ხერხემალია. თიროზინი მიიღება ღვიძლის უჯრედებში - ფენილალანინისგან, მისი ჰიდროქსილაზას ფერმენტების ჯგუფის მიერ კატალიზური რეაქციი. ეს ფერმენტების ჯგუფი, მხოლოდ ღვიძლში არსებობს. სამყარო ღვიძლში წყვეტს ვის რა დაავადება დაემართება.ერთი გრამი ზედმეტი ემოცია არ არის ამ სიტყვებში.

კოსმოსის ენერგია პირდაპირაა ლოკალიზებული ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტში. ბევრი გაჩერებული გული ამუშავებულა. მაგრამ, ნაღველი რომ ბოლომდე შეჩერდება, ადამიანი აუცილებლად მოკვდება. ხოლო ,ნებისმიერ ცუდად გახდომას, ნებისმიერი დაავადების დროს,ფონად ნაღვლის დინების შენელება აქვს. დისკომფორტულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ,ოდითგან წყალს რატომ სთავაზობენ. მთავარია ,უპირველესად, მისი შეჩერებული ნაღველი უნდა დაიძრას. ჩიყვის ბედიც ღვიძლში წყდება, დეპრესიისაც, სახსრების, ინსულტის და სხვა. არ არსებობს ინსულტიანი ,ღვიძლი რომ დაზიანებული არ ჰქონდეს. დაზიანებული ღვიძლი თრომბების სამჭედლოა. სწორედ ის არის ინსულტის ტრამპლინი. ეს მექანიზმი როგორ ანადგურებს დაზიანებულ ღვიძლში წარმოშობილი ამიაკი და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები ტვინს და მიჰყავს ინსულტამდე, უამრავჯერ მაქვს ახსნილი სხვადასხვა მხრიდან.

თიროზინი პასუხისმგებელია ადამიანის ხასიათზე, ინფორმაციების ზუსტ და სიღრმისეულ აღქმაზე; სტრესის გამოხატულებაზე; შფოთვის ხარისხზე; ნევროზებზე, ტვინის კონცენტრაციის უნარზე და კოგნიტიურ შესაძლებლობებზე; ცილების სრულფასოვანი სინთეზის განხორციელებაზე; ფარისებრის და თირკმელზედა ჯირკვლების ნორმალურ მუშაობაზე; მეტაბოლიზმზე, მადის ზომიერებაზე; ტკივილის ძალაზე, გონების დონეზე, ინტელექტზე, შემეცნებაზე, ჰორმონების ფორმირებასა და რაოდენობაზე და სხვა. თიროზინის სინთეზის კატალიზება ხდება,სწორედ ამინოტრანსფერაზას ფერმენტებით. ეს ისინია, რასაც თქვენ ღვიძლის ფუნქციების აღების დროს იმოწმებთ. ანუ თიროზინს ქმნის ღვიძლის ფერმენტები. მართალია, ჩვენს პირობებში კონსტანტირდება მხოლოდ რამდენიმე ტრანსფერაზა ანუ 4 და ღვიძლის ფუნქციების პრიმიტიულ დონეზე შემოწმებაც აქ მთავრდება. მაგრამ, რეალობაში, თანამედროვე, ევროპული და ამერიკული მედიცინის ჰორიზონტზე ვიზუალიზდება ღვიძლის 500-ზე მეტი ფუნქცია და უფრო მეტი ფერმენტი. ამიტომ, თუ ალანინამინოტრანსფერაზა და ასპარტატამინო ტრანსფერაზა ნორმაში გაქვთ, ეს არ გამოდგება ღვიძლის ჯანმრთელობის შესაფასებლად. მისი კრახული ფორმები ექოზე არ ჩანს და ეს საერთოდ, ჰისტოლოგიური და ბიოქიმიური პროცესებია. ამის სავალალო მაგალითები და დასტური, სამწუხაროდ ბევრი იყო. როცა ჩვენს სინამდვილეში კონსტანტირებული ნევროზები, სხვადასხვა ქვეყნებიდან ციროზების დიაგნოზებით დაბრუნდნენ. მკვეთრად გავიმეორებ,ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლის სწორ გზაზე დასაყენებლად, როცა საქმე ეხება ფარისებრ ჯირკვალს, თუ ზევით არ ავიხედეთ, მთავარი დამნაშავე არ შევიცანით და თიროზინის ცვლა არ ვარეგულირეთ, შედეგი არ იქნება სრულფასოვანი.

თიროზინი არის უმთავრესი წყარო,ყველაზე სასიცოცხლო ნეიროტრანსმიტერების ადრენალინის და ნორეპინეფრინის სინთეზის დროს. თიროზინის ჰიდროქსილაზა ამატებს ჰიდროქსილაზას კვანძს, თიროზინის ერთი ჯგუფის არომატულ ბადეში და ქმნის ნაერთს - დოფა. დოფა ქმნის დოფამინს.რაც ჯერ ფერმენტად გადაიქცევა, შემდეგ დოფამინორეპინეფრინად.

რა არის დოფამინი, რომელიც თიროზინის გარეშე არ წარმოიქმნება და თიროზინის სრულფასოვანი ცვლის გარეშე მოიშლება და უამრავ დიდ პრობლემას უქმნის ადამიანებს. რა პრობლემებია ეს, რომლებიც დოფამინისგან, უფრო სწორად მოშლილი თიროზინის ცვლისგან მოდის. თიროზინის ცვლა რომ მოიშლება დოფამინი დაქვეითდება. ამ დროს ადამიანს აქვს შემდეგი მდგომარეობები ,ყველა ან რომელიმე ადამიანი სუსტადაა,კაცებს ლიბიდო უვარდებათ დაბლა და ქალის მოთხოვნილება უმცირდებათ; ბავშვი გაზარმაცებულია და სწავლა არ უნდა; ბავშვებს აქვთ მოუსვენარი ფეხების სინდრომი, რომელზედაც მშობლები, პედაგოგები და ნათესავები უყვირიან,ამცირებენ, მაგრამ მას პრობლემა აქვს ნეირობიოლოგიურ სფეროში და უჭირს; მეხსიერება ქვეითდება;ადამიანებს იმპულსური ქცევები აქვთ, მაგალითად, უცებ ფეთქდებიან ;ყავაზე დამოკიდებული ხდებიან; წონის მატება; პარკინსონი ემართებათ; ჰემოგლობინი უვარდებათ; მაგნიუმი და სხვა მინარალები და ვიტამინები ადვილად უვარდებათ დაბლა; პროლაქტინის დარეგულირება ძნელდება;მენტალობა ჩლუნგდება შეუმჩნევლად; ემოციები ძნელად მართვადია,დეპრესიაა,დაღლილობა, უიმედობა, ტკივილები, ძილის პრობლემებია ;მოტივაციები ნაკლებადაა;საჭმლის მომნელებელ სისტემაში არეულობას იწვევს; თირკმელები ადვილად ზიანდება; ინსულინის ცვლას ანგრევს, რაზეცაა დამიკიდებული თანამედროვე ადამიანის მეტაბოლიზმი და საერთოდ სიცოცხლე; გასტროინტესტინალურ რეფლუქსს ამწვავებს; იმუნურ სისტემას თრგუნავს, ლიმფოციტების აქტივაციის უნარის შემცირებით. თიროზინის ცვლის დარღვევამ,შეიძლება, ასევე დოფამინის სიჭარბეც გამოიწვიოს. მაშინ ადამიანს აქვს რომელიმე ან რამდენიმე ეს ფსიქოზები, სექსუალური დისფუნქციები; ჰერპესები; გულისრევა ან შეგრძნება ;თექსუალური მანერების მოჭარბება ;დოფამინის სიჭარბისას ისევე აქვს ბავშვს ზედმეტი მოძრაობები, როგორც ნაკლებობისას.ეს ყველა ჩივილი იმის გამოა, რომ თიროზინი არ კონტროლდება. თიროზინის ცვლის გაუთვალისწინებლობა, ჩიყვის პრობლემას უსასრულოს და მოურჩენელს ხდის. თიროზინის ცვლა რომ დაირღვევა,სწორედ მაშინ იწყება ყველაზე რთული დაავადებები, რომლებიც არა მარტო სიცოცხლის დღეებს,არამედ დიდ მატერიალურ სახსრებს უკარგავს მოსახლეობას. რადგან ,ესაა ყველზე დიდი დარტყმა და დაშლა ცილების შემადგენლობის. რომელზედაც დამყარებულია სასიცოცხლო გენეტიკური ჯაჭვი და ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა. ამიტომ, მისი შევსება ამ ეტაპზე საკვებით ვერ მოხდება . თუმცა მიეხმარება. მაგრამ, თავიდან რომ სრულფასოვანი კვება ყოფილიყო, უპირველესად ბავშვობის ასაკში, მით უმეტეს ჩვილობიდან და მით უმეტეს ქალის ორსულობის დროს, მაშინ ეს საერთოდ არ მოხდებოდა და თუ გენეტიკური იყო, უფრო მსუბუქი დაზიანებები იქნებოდა. ვერც საფლემენტი და ვერც ვერცერთი წამალი, ვერ იქნება ჯანმრთელობისთვის ჯადოსნური, თუ სწორი კვება არ იქნება პარალელურად. სიცოცხლე მოდის ხარისხიანი საკვებიდან.

რაშია მეტი რაოდენობით თიროზინი? სოიო, ცხვრის ხორცი, წყალმცენარეები, სიგა - თევზი; შვეიცარიული ყველი; ყველი -ედამი; ყველი გაიდა; ყველი პროვოლონი; ღორის და ძროხის ხორცი ; ორაგული, ქათამი, გოგრის თესლი; მოუხალავი არაქისი; მარცვლეული. ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ - ქათამი არის ის, რაც იზრდება ბალახით და სიმინდით. ხელოვნური საკვებით გაზრდილი ქათამი და ღორიც, ვერ იქნება სიცოცხლის შემქმნელი ამინომჟავების და ცილების წყარო. პირიქით, ასეთ პროდუქტებს ორგანიზმის იმუნიტეტი დისბალანსისკენ და გაუკუღმართებული ფიზიოლოგიური რეაქციებისკენ მიჰყავთ.

რისი შედეგი დაავადებებია და სიმსივნეებია. საბჭოთა პერიოდის იდიოტური ტრადიცია კვლავ გრძელდება. ღორის ჩაგდება მცირე მონაკვეთზე გასასუქებლად. პატარა მონაკვეთზე უმოძრაოდ გაჩერებული ღორი, რომელსაც ხელოვნურ საკვებს უყრიან, ეს არის ადამიანისთვის ყველაზე მკვლელი საკვები. მოძრაობის შენელება ხელოვნური საკვების ფონზე ,კორტიზოლისა და სხვა სასიცოცხლო ნივთიერებების ისეთ კომბინაციას ქმნის, რასაც საერთო არაფერი არა აქვს სიცოცხლესთან. უმოძრაობისგან გაჩერებულ, ნებისმიერი არსების ორგანიზმში, ადამიანი იქნება თუ ცხოველი,მხოლოდ სასიკვდილო პროცესები გროვდება.

თიროზინი, მხოლოდ მაშინ არის მშვიდად და ორგანიზმისთვის ფიზიოლოგიურად სასიცოცხლოდ და სასიკეთოდ, როცა ფენილალანინი ნორმაშია.ის მთლიადნადაა დამოკიდებული ფენილალანინზე. რა დაემართება ორგანიზმს თუ ფენილალანინის ცვლა დარღვეულია ან მომატებულია ან დაკლებულია მადა მომატებულია;მეხსიერება დაქვეითებულია; თიროზინის ცვლა შესაბამისად, მოშლილია და ფარისებრი ჯირკვალი მწყობრიდან გამოსულია.ფონი შექმნილია, უპირველესად, მელანომის და სხვა ასეთი ვითარებების მისაღებად;აუცილებლად განვითარდება ვიტილიგო და არასოდეს მორჩება, თუ დროულად არ დაიწყო ფენილალანინის ცვლის აღდგენა;აუცილებლად დაემართება პარკინსონის დაავადება, თუ შესაბამისი მინერალების ნაკლებობა გენეტიკურად აქვს;ან გასუქდება, ან ასთმა დაემართება ან დიარეა და კიდევ ბევრი სხვა პრობლემა რასაც დაბლა გაეცნობით.
ფენილალანინი არის სტრუქტურული წყარო ინსულინის, მელანინის და პაპაინისთვის. ეს ფერმენტები სიცოცხლის კარდინალური ფუძეებია.ისინი, უმრავლეს პროცესებს მართავენ და მათი ნორმაში ყოფნა, ადამიანებს უამრავ დაავადებას აცილებს. ამ ფემენტების ტვინიერი მართვა და გაფრთხილება ჯანსაღი სიცოცხლის ტოლფასია. ფენილალანინი მთლიადნად აკონტროლებს ნერვულ სისტემას.მისი ცვლის რეგულირება, არის სრული გარანტი დეპრესიის მორჩენის; ნერვული აშლილობის გაკონტროლების და მორჩენის. ფენილალანინი ,ცილის მთავარი ს აშენი მასალაა.მისი ცვლის დაკვირვების გარეშე ვერ მორჩება ვერც დეპრესია;ასევე ჰიპერაქტიურობა; არ გაუმჯობესდება პარკინსონი;არ მორჩება ართრიტები, მათ შორის რევმატიული ;კანის დაავადებები ფსორიაზი, ეგზემა, აკნე და სხვა;ვიტილიგო. ვიტილიგოზე, ფსორიაზზე, ეგზემაზე აზროვნებასაც ვერ დაძრავთ, თუ ფენილალნინის ცვლის ყველა ეტაპი არ გაიაზრე. წარმოუდგენელია როგორ მოარჩენ ბავშვებში ყურადღების დეფიციტს, ჰიპერაქტიურობას, გონებრივ პრობლემებს, თუ ამ ამინომჟავას ცვლის ყველა რეაქციას არ გაშიფრავ და ბევრს არ იფიქრებ.წარმოუდგენლად არასწორი სტრატეგიაა ანტიდეპრესანტების სამუდამო პრინციპით გამოყენება. ისინი აუცილებელია გამწვავების პერიოდში. მათი ხანგრძლივი გამოყენება კი ,ბოლომდე გაანადგურებს ღვიძლის ჰეპატოციტებს. ყველა შფოთის, აგზნების, დეპრესიის დროს, მთავარი გასაჭირი და რღვევა ღვიძლის უჯრედებშია. ანტიდეპრესანტების ხანგრძლივი გამოყენება კი, მათ საბოლოოდ ანადგურებს. დეპრესიის დროს, ექოზე ღვიძლი ჯანმრთელიაო? ეს პრინციპი და დონე სანამ იქნება, მანამ იარსებებს დეპრესიით ან შფოთით და აგზნებით გაწამებული ადამიანები .რადგან, ასეთ ვითარებებში ღვიძლის უამრავი ფუნქციაა დარღვეული. ფენილალანინი ხარისხიანი საკვებით შემოდის ორგანიზმში. ის ორგანიზმში გადაიქმნება თიროზინად.ფენილალანინის და თიროზინის ნორმული ცვლის გარეშე, ადრენალინი და დოფამინი არ წარმოიქმნება. შესაბამისად, ვერასოდეს ვერ მორჩება სრულფასოვნათ ის დაავადებები, რაც ამ სტატიაშია ჩამოთვლილი.ფენილალანინის ცვლის ბოლომდე აღდგენის გარეშე, დეპრესია არასოდეს მორჩება და ნერვული უჯრედები კვდომას გააგრძელებენ. ვიტილიგო და შაკიკი არასოდეს არ მორჩება, თუ ფენილალანინის ცვლა არ დარეგულირდა. რევმატიული ართრიტს სავარძლამდე იმიტომ მიჰყავს ადამიანი, რომ ფენილალანინის და თიროზინის ცვლა არავინ არ გაითვალისწინა და არ მართა. ეს ყველაფერი დადგენილია და პრინციპებად და პოსტულადებადაა თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში. მაგრამ, ეს რთული პროცესებია და ხანგრძლივი მეთვალყურეობა სჭირდება ,ამ დროს დეგრადირებული უჯრედების აღდგენას. ენკეფალინაზა ფერმენტია, რომელიც ჩამოთვლილი დაავადებების, მათ შორის დეპრესიის დროს,ანგრევს ამინომჟავების სისტემებს და შლის ფიზიოლოგიურ რეაქციებს. ფენილალანინი ბლოკავს ენდორფინების და ენკეფალინების დამანგრეველ ფერმენტს ენკეფალინაზას. ამისთვის კი ,ეს რომ გაკეთდე ს ,ორგანიზმში თიროზინის და ფენიალანინის სინთეზის, ყველა ფიზიოლოგიურ რეაქცია სწორად უნდა მიმდინარეობდეს.მედიცინის კლასიკურობა და ექიმის პროფესიონალიზმი ეს არის, ამ ფიზიოლოგიური რეაქციების მიმდინარეობას რომ გაედევნება. ენდორფინები და ენკეფალინები ბედნიერების ჰორმონებია. ფენილალანინი ანუ ბეტა ფენილალფაამინოპროპიონის მჟავა პირველად ნაპოვნი იყო fabaclaeს ოჯახის მცენარეებში. გენი რომელიც მაკოდირებელია ფენილალანინის ბიოსინთეზის გზის, ევოლუციურ მცნებად აღიქმება დღეს მსოფლიო მედიცინაში. ელ ფენილალანინი მეტაბოლიტია და უჯრედულ ცილას აშენებს. დე ფენილალანინი სისხლშია და რეაქტიული ჟანგბადისგან იცავს ორგანიზმს. ფენილალანინი, არა მარტო ცილის მთავარი შემადგენელია, არამედ მოლეკულის, ფლავინოიდების, პიგმენტების, ფერმენტების . მაგალითად, ის არის მთავარი ნაწილი ვაზოპრესინის, ადრენოკორტიკოტროფული ჰორმონის და სხვა. მის მოშლისას, უამრავი ჰორმონული გადაგვარებაა. ფენილალანინი ამყარებს კრებსის ციკლის ნახშირბადის ჩონჩხს, რომელიც მთლიანად მართავს სხეულის მეტაბოლიზმს.უბრალოდ უმწეობაა, თუნდაც ჭარბ ქოლესტერინზე მკურნალობა, თუ ექიმი ამ ცვლას არ აკვირდება. ბარიატრიული ოპერაციები კუჭზე, ადამიანების მეტაბოლიზმს ეხმარება,რამდენიმე რეაქციის მოწესრიგებით წინ წასწევს პროცესს. მაგრამ, თუ ამ ფენომენებზე , რასაც დღეს განიხილავთ და კიდევ სხვებზე დაკვირვება არ მოხდა და მათი ფიზიოლოგიური ცვლა არ კორეგირდა,მაშინ ეს ოპერაციები არ ნიშნავს ფიზიოლოგიის ბოლომდე გამოსწორებას და მეტაბოლიზმის გაჯანსაღებას . რადგან, ადამიანი მასა კი არ არის,რომ ჩამოჭრა და გადააკეთო, ის ცოცხალი არსებაა ,სადაც მუდმივად მიმდინარეობს კრებსის ფიზიოლოგიური სასიცოცხლო ციკლი, უამრავი ქიმიური რეაქციით. ამ რეაქციების მინერალური მართვა უდრის სიცოცხლეს. დაზიანებულ მეტაბოლიზმს ეტაპური აღდგენა და შევსება სჭირდება. შეიძლება ,ოპერაციის შედეგად, ღვიძლი სათანადოდ გაუმჯობესდეს და ეს გარკვეული პერიოდი წონაზე აისახოს. მაგრამ არ არსებობს, თუ ფიზიოლოგია მინერალურად არ მართე, მეტაბოლურმა დისკომფორტმა სხვა ორგანოში არ გადაინაცვლოს. მსოფლიო მედიცინის დადგენილი ჭეშმარიტება ეს არის- სიცოცხლე შეკავდება,მხოლოდ ამინომჟავების, ვიტამინების, მინერალების, მჟავების სრულფასოვანი რეგულირებით.

ღვიძლი არის ცენტრალური ორგანო, ფენილალანინის დაშლის და კატაბოლიზმის დროს . ღვიძლის უჯრედებში ჰეპატოციტებში არის ფერმენტი ფენილალანინ ჰიდროქსილაზა.სწორედ ეს ფერმენტი ახდენს ფენილალანინის თიროზინად გადაქცევას. ეს რეაქცია რომელ ადამიანშიც ვერ ხორციელდება ანუ ვისაც ღვიძლის ფუნქციური, ამ ტიპის დარღვევა აქვს, ის ადამიანი ვერასოდეს ვერ მორჩება ბევრი დაავადებისგან, მაგალითად ჩიყვისგან. მუდამ დალევს ჩიყვისთვის განკუთვილ მედიკამენტებს და სიჯანსაღეს თანდათან დაკარგავს. ეს არის ჩვენი ცხოვრების და მედიცინის უმეტესი ნაწილის რეალობა. თუ ფენილალანინის თიროზინად გარდაქმნის ფიზიოლოგიას არ აკონტროლებს ექიმი, მაშინ ვერ მორჩება ვერც ნევროზები, ვერც დეპრესია, ვერც ჩიყვი და ბევრი დაავადება. ამიტომ არა აქვს, ბევრ შემთხვევაში, ადამიანებს საშველი პარკისონზე, ჩიყვზე, ეგზემაზე, ვიტილიგოზე და სხვა. ვამბობ უმრავლესობა შემთხვევებს. რა თქმა უნდა საუკეთესო ექიმები ამას აკვირდებიან და ახორციელებენ. მაგრამ, ადამიანი, რომელიც ასე მოაზროვნე ექიმს , რომელიც რეალურად რომ ვთქვათ თავს იტანჯავს და ამ ცვლებს აკვირდება, ერთ კურსზე მოსთხოვს ეგზემის ან ვიტილიგოს ან დეპრესიის მორჩენას, ის ადამიანი მენტალურად შეზღუდულია.რადგან, ეს რთული და ხანგრძლივი პროცესებია. მაგალითად ვიტილიგო კლინიკურად მაშინ არის კონსტანტირებული ორგანიზმში, სანამ თეთრი ლაქები გამოიკვეთება ვიზუალურად. ვიტილიგო ბოლომდე არ ალაგდება. ის უჯრედების და ფერმენტების დეგრადაციაა. ამ დროს ბრძოლაა საჭირო, ამ დეგრადაციის შესაჩერებლად და ახალი დეგრადირებული უჯრედული ფერმენტების და კერების აღსადგენად. ფენილალანინი ბევრია ამ პროდუქტებში ძროხის ხორცი;ღორის ხორცი, თხილი, არაქისი, სოიო, წიწიბურა,თევზი,პარმეზანი,ინდაური, ცხვარი,ორაგული,სკუმბრია,კდი,ჰალიბურტი, ლობრები,იოგურტები, ლობიო,ოსპი. ფენილალანინის ცვლის აღდგენა ჰაერივით ესაჭიროება დეპრესიით დაავადებულებს;კანის დაავადებით დაავადებულებს;ღვიძლით დაავადებულებს,ჩიყვის დროს;სეროტონინის სინდრომით დაავადებულებს, რადგან ფენილალანინი არეგულირებს ეპინეფრინის და დოფამინის სინთეზს.საუბარია ცვლის დარეგულირებაზე და არა მარტო ნორმაზე. ამერიკულ, მაღალი დონის მედიცინაში ყაბზობის და კუჭ-ნაწლავის მედიკამენტებს აქვთ, გრაფიკულად და შემადგენლობით ფენილალანინის, თიროზინის და ტრიფტოფანის სტრუქტურები. ტვინი დაშლას და ყველა ტიპის სკლეროზის ჩამოყალიბებას იწყებს ფენილალნინის დაქვეითებისას. უკვე ჩვენშიც ყველგან და ინერგება თუ ფენილალანინის ცვლას დააკვირდები ორსულებში, ბავშვი აღარ დაიბადება მიკროცეფალიით და გონებრივი შეზღუდულობით; არ იქნება სპონტანური აბორტები;არ დაიბადებიან ბავშვები გულის დაავადებებით;ასევე თირკმლის დაავადებებით.მეტყველების დეფექტის დროს ,ხან ბავშვებს აწვალებენ სხვადასხვა აქტივობებით, რომლებიც აუცილებელია ,მაგრამ თავის დროზე. გონებრივი ჩამორჩენა ბავშვებში, ასევე ჰიპერაქტიურობა, მეტყველების დეფექტები ვერ აღდგება ფენილალანინის ცვლის დარეგულირების გარეშე.ასევე არ მორჩება დეპრესია ზრდასრულებში ამ გზის გარეშე. უმძიმესი სამუშაოა ეს ექიმების მხრიდან ,დაუფასებელი და შეუფასებელი, მაგრამ, ეს ერთადერთი გზაა სწორი სასიცოცხლო და შედეგიანი.ევროპულ მედიცინაში ყველა ბავშვზე ხდება ანალიზი ფენილკეტონურიაზე ამ გზის კონტროლით ,თანდაყოლილი გონების ჩამორჩენა ამ დაავადების ფონზე, თანდათან მორჩენას ექვემდებარება. ფენილკეტონურიის დროს,ბავშვის ორგანიზმში იმ ფერმენტების დეფიციტია, რომლებმაც ფენილალანინი უნდა გადააქციოს სხვა ფორმაში და მეტაბოლიზმში აქტიურად ჩართოს. ეს ვერ ხდება და ფენილალანინი სიხლში გროვდება. შედეგად, წარმოიქმნება ტოქსიკური პროდუქტები,ისინი შლიან ტვინის ქსოვილს. ტვინის ნეირონები მიელინის გარსს კარგავენ. იღუპებიან. ეს მექანიზმი ხშირია გონებრივი ჩამორჩენილობის, ასევე ხშირი კრუნჩხვების დრო ს ბავშვებში.

თმის ცვენაში ბევრი რამ მონაწილეობს, რასაც ხშირად ვახასიათებ, დაწყებული თუთიიდან და სილიციუმიდან, მაგრამ, მთავარი მექანიზმი ფენილალანინის ცვლის მოშლაა. არცერთი კანის დაავადება არ მორჩება მისი ცვლის დარეგულირების გარეშე. ამიტომ, ვერ რჩება ფსორიაზი, რადგან არ ითვალიწინებენ ხშირ შემთხვევაში, ფენილალანინის ცვლის დარეგულირების პრობლემას, ასევე ეგზემა. ფენილალანინი ,მელატონინის ფორმირებას ახდენს. რაც ძილის პრობლემას ხსნის. როცა ამბობობენ ვსვამ მელატონინს და მაინც არ მძინავს , ამ შემთხვევაში ფენილალანინის ცვლაა მოშლილი. გასუქების დიდ პრობლემას მთლიანად კურირებს ფენილალანინი. რადგან, ყველა სიმსუქნე როგორც დაავადება ღვიძლიდან იწყება. ცხიმის დაშლის პირდაპირი კურატორია ფენილალანინი. მისი ცვლის აღდგენის გარეშე ,არ მოხდება მეტაბოლიზმის დარეგულირება. თქვენ უკვე ნახეთ ქირურგიულად უნაკლოდ ჩატარებული ბარიატრული ოპერაციების შედეგები. მაგრამ, ვისაც ფენილალანინის ცვლა მოშლილი ჰქონდა, რამდენიმე თვის შემდეგ ისევ გასუქდა. ადამიანი ხორცის გროვა არ არის. რომ ჩამოჭრა და შედეგი დადგეს. ადამიანი, მუდმივად მიმდინარე სასიცოცხლო ფიზიოლოგიური რეაქციების ჯამია. თუ ოპერაციის პარალელურად,დარღვეული ფიზიოლოგიური რეაქციების მართვა არ მოხდა და მეტაბოლიზმი მკაცრად არ გაკონტროლდა, მიუხედავად ბრწყინვალედ ჩატარებული ოპერაციისა,სიმსუქნე ისევ დადგება. ფენილალანინის ცვლა ზედმიწევნით საფრთხილო და სარეგულიროა.მისი პრეპარატების დანიშვნა უკიდურეს სიფრთხილეს და ფიზიოლოგიურ ცოდნას მოითხოვს. ეს უნდა მოხდეს მინერალური დისბალანსების აწყობის ფონზე. შაკიკი არასოდეს მორჩება, ფენილალანინის ცვლის რეგულირების გარეშე. არც სხვა დაავადებები მორჩება ქრონიკული დირეა; პარკინსონი; ბავშვობიდან დაწყებული ქრონიკული პანკრეატიტი;არც ვიოლლი, რომელიც ტანზე თეთრი ლაქების გამო ვიტილიგო ჰგონიათ; არც რევმატიზმი; არც ართრიტი. არცერთი არ მორჩება არასოდეს. ალბინიზმი, ასევე ალკაპტონურია, ვიტილიგო ამათ დროს თიროზინის და ფენილალანინის მეტაბოლიზმი ბოლომდე დაზიანებულია.მექანიზმებს თუ გავშლით და შევადარებთ ვიტილიგო თითქმის გამოდის ლოკალური ალბინიზმი.ალბინიზმის დროს მელანინის დეფექტური სინთეზია თიროზინიდან.

ალბინიზმის დროს მელანოციტების თიროზინაზას ფერმენტის დეფიციტია, რომლის ფუნქცია იყო,თიროზინის dopaქინონში გარდაქმნა.ეს არის მელანინის სინთეზის ერთი დიდი, შუა რგოლი.თანამედროვე კვლევებით, ალკაპტონურიის მექანიზმი, რომელიც თიროზინის და ფენილალანინის დეფექტური ცვლით მიდის, ზუსტად ემთხევვა, 40 წლის შემდეგ სახსრების დაზიანების მექანიზმებს. ასევე სხვადასხვა ბევრი პათოლოგიაა , რომლებიც ფენილალანინის და თიროზინის ცვლების დარღვვევის შედეგი არიან. ესენია: ღვიძლის დაზიანება და გადაგვარება, პატარების მეტაბოლური აციდოზი-ატიპური რაქიტით და ზრდა განვითარების შეფერხებით, წონის შენელებული მატების ფონზე.ბევრი ამონომჟავა ბევრ სასიცოცხლო პროცესს ლიდერობს. ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაგრამ, ყველაზე მაღლა დგას ფენილალანინი და განსაკუთრებით თიროზინი“, - წერს მარინა ტოტოჩავა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

რატომ ემართება ადამიანს კიბო - ექიმი მარინა ტოტოჩავას განმარტება

🔵VIDEO: „ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ გრიპის მიმდინარეობა აქვს“ - თიკა ფაცაცია კორონავირუსით მესამედ დაინფიცირდა

„დარჩა ქმარ-შვილი... ყველას დასწყვიტა გული“ - საზღვარგარეთ კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

🔵თრომბოზის ბუნებრივი წამალი - დადგინდა ბოსტნეული, რომელიც სისხლს ათხელებს

🔵„ჩემი შარდი დამალევინა” – თბილისში ბავშვმა ფრანგ მამას და მალაიზიელ დედინაცვალს უჩივლა