ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა გადაცემაში „ნოესთან“ ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონია გაიხსენა.
მისი თქმით, იქ რუსი ფრენბურთელები გაიცნო, რომელთაც შესთავაზა, რომ დაეძახათ - „საქართველოს გაუმარჯოს!“
„ვუთხარი მათ, „საქართველოს გაუმარჯოს!“ ვთქვათ-მეთქი ერთად და ვთქვით - თან რუსები რომ იყვნენ! მერე მეკითხებოდა ერთი, რას ნიშნავსო. ვუთხარი, კარგი რაღაცაა-მეთქი“, - განაცხადა ბექაურმა.
მისივე თქმით, ასევე ერთ-ერთ მათგანს ისიც უთხრა, რომ ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი გახდებოდა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„გრძელი კოვიდი არის ვერაგი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ“
🔵„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე
🔵„მალავენ იმ ფაქტს, რომ ვახო 11-ში შევიდა საავადმყოფოში“ – რას წერს ვახო ჩარკვიანის და