Digest Logo

„საქართველოს ვაქცინაციის გეგმა წაიკითხეთ?! კოსტა რიკამ გვაჯობა... ქვეყანა უნდა მოემზადოს სექტემბერში მე-4 ტალღისთვის...“- ფხაკაძე

1624002693
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქვეყანა მეოთხე ტალღისთვის უნდა მოემზადოს.

„მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყანამ, (მოღოლეთი, ბაჰრეინი, ჩილე, ინდობეზია, ურუგვაი, კოსტა რიკა, სიშელის კუნძულრბი.... და კიდე სხვა) სხვადასხვა კონტინენტმა უკვე ოფიციალურად დაიწყეს საუბარი რომ ნაკლებ ეფექტიანი ვაქცინები არ არის გამოსავალი ახალი “დელტა” (ინდოეთში პირველად დადასტურებული) ვარიანტის წინააღმდეგ.

„ინდური ვარიანტი დაიპყრობს მსოფლიოს სექტემბერ-ოქტომბრამდე და რატომ?...“- რას წერს ფხაკაძე

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პირად პოზიციას, საქართველოსთვის მინდა მხოლოდ „ფაიზერი“ ან „მოდერნას“ ვაქცინები და სხვა ვაქცინების შემოტანა არც უნდა განიხილებოდეს თუ რა თქმა უნდა ახალი ასეთივე ეფექტიანი ვაქცინები არ გამოჩნდება.

ვაქცინაცია აუცილებელია მხოლოდ მაღალ ეფექტიანი ვაქცინებით

„სინოვაკის“ ვაქცინის ეფექტურობა არის მხოლოდ 50.7% ესეც რომელ შტამზე ზუსტად არ იცით, სავარაუდოდ, ვუჰანურ პირველ ვარიანტზე. სამწუხაროდ „ფაიზერთან“ ვერ ვადარებ პირდაპირ ვინაიდან „სინოვაკის“ ვაქცინის კვლევები არ არის გამჭვირვალე ;( მაგრამ დამოუკიდებელი კვლევები აჩვენებს, რომ ბრიტანული შტამის წინააღმდეგ 94% ეფექტურია...

კოსტა რიკამ უარი თქვა „სინოვაკის“ ვაქცინაზე ვინაიდან ის არა საკმარისად ეფექტურია კანონმდებლობით მინიმუმ 60% ეფექტური უნდა იყოს ვაქცინა, „სინოვაკი“ კი 50.7% ეფექტურობას აჩვენებს..

საქართველოს ვაქცინაციის გეგმა წაიკითხეთ?! კოსტა რიკა გვაჯობა...

ურუგვაის მთავრობის კვლევამ აჩვენა, რომ „სინოვაკი“ 61% ეფექტურია. სხვათა შორის ურუგვაის სტატისტიკა საქართველოსას წააგავს 318,783 რეგისტრირებული კოვიდ ინფიცირებული და 4692 კოვიდ გარდაცვლილი მაგრამ განსხვავება კი ვაქცინაციაში არის, 52% მოსახლეობის ვაქცინირებულია ერთი დოზით.

დასკვნა:

„სამწუხაროდ, ვერ არის საქმე კარგად“ - გიორგი ფხაკაძე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოსთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა გამკაცრდეს სამედიცინო პირბადის გამოყენება და 2- მეტრიანი დისტანცია.

ყველა რესურსი უნდა გამოიყენოთ „ფაიზერი“ს ან/და „მოდერნას“ ვაქცინების შესაძენად

ქვეყანამ უნდა დაიწყოს მზადება მე-4 ტალღისთვის სექტემბრისთვის...

ელექტრონული ჯანდაცვა უნდა გაიშვას სექტემბრამდე“,- წერს ფხაკაძე.