დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და სახსრების ოპერაციებზე წერს.
მისი თქმით, სახსრების ორთოპედიული ოპერაციები, უმეტეს შემთხვევაში არ არის ეფექტური, მაგრამ ფული აღმართს ხნავს.
„უმეტესობა ყველაზე ხშირად ჩატარებული სახსრების ორთოპედიული ოპერაციებისა არ არის ეფექტური და მოკლებულია სამეცნიერო მტკიცებულებებს.
ჩატარებული მეტა-ანალიზით შედარებულ იქნა 10 ყველაზე ხშირად ჩატარებული ორთოპედიული ოპერაცია, საერთოდ არანაირ მკურნალობასთან, ან პლაცებოსთან, ან არა-ოპერაციულ მკურნალობასთან
ეს ოპერაციებია:
1. ართროსკოპიული წინა ჯვარედინი იოგის რეკონსტრუქცია;
2. ართროსკოპიული მენისკის აღდგენა
3. ართროსკოპიული ნაწილობრივი მენისკექტომია
4. ართროსკოპიული მბრუნავი მანჟეტის აღდგენა
5. ართროსკოპიული სუბ-აკრომიალური დეკომპრესია
6. კარპალური გვირაბის დეკომპრესია
7. ხერხემლის წელის მალების დეკომპრესია
8. ხერხემლის წელის მალების შერწყმა (დაფიქსირება)
9. ტოტალური მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლება
10. ტოტალური მუხლის სახსრის ჩანაცვლება
დასკვნა:
მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ხშირი ორთოპედიული ოპერაციები არ იყო უფრო ეფექტური ვიდრე - საერთოდ არანაირი მკურნალობა, პლაცებო ან არა-ქირურგიული მკურნალობა.
მიუხედავად ამ ოპერაციების ეფექტურობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არქონისა დღეისათვის სხვადასხვა ნაციონალური გაიდლაინები მაინც გასცემენ რეკომენდაციებს ოპერაციების ჩატარებაზე.
P.S ფული აღმართს ხნავს, „შენ ოპერაცია გჭირდება სხვანაირად არაფერი გეშველება",“- წერს ზაზა თელია.
✅ასევე დაგაინტერესებთ:
„მინდა მშობლები დავამშვიდო... მეტი აჟიოტაჟი და პანიკაა, ვიდრე რეალობა“ - ბუწაშვილი