Digest Logo

„სამი დღეა ჩემს შვილს დაუდასტურდა კოვიდი... მხოლოდ ერთი ზარი, რა დროსაც გვითხრეს...“ - რას წერს ზაქარია გვიშიანი

1638949902
ზაქარია გვიშიანი

ადვოკატი ზაქარია გვიშიანი წერს, რომ მის შვილს კოვიდი დაუდასტურდა. მისი თქმით, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ექიმი მათთან კონტაქტზე არ გადის.

„სამი დღეა ჩემს შვილს დაუდასტურდა კოვიდი (ვიმყოფებით იზოლაციაში). ჩვენი მხრიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად, დღემდე არ დაურეკავს ოჯახის ექიმს და არ მოუკითხავს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

განხორციელდა მხოლოდ ერთი ზარი, რა დროსაც გვითხრეს, რომ ვიყოთ მშვიდად და ვუყუროთ კომედიური ჟანრის ფილმებს 🤔🙂

უფლის წყალობით, ბავშვი თავს ნორმალურად გრძნობს. კომედიური ჟანრის ფილმებს არ ვუყურებთ, რადგანაც ადვილად მისახვედრია, რომ ისედაც კომედიურ გარემოში ვცხოვრობთ 🙂

p.s სალომემ თქვა, რომ ჯარი არ გვყავსო, მე სალომეს ვერ შევედრები 🙂მაგრამ ვიტყვი რომ ჯანდაცვაც არ გვყავს!“, - წერს ზაქარია გვიშიანი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

VIDEO: „ეს პროცესი დიდ სიკვდილიანობას გამოიწვევს, რადგან ახალი ეტაპისთვის მოსახლეობის დიდი ნაწილი მზად არ არის“ - ვანგას წინასწარმეტყველება

„წნევის აპარატი დააზიანე და ამისთვის დაისაჯე ახლაო... თქვენი აზრით ესენი გაგიჟდნენ?“ - ნანუკა ჟორჟოლიანი სააკაშვილზე

„არაფრის ძალა არ გრჩება, ქვავდები და ერთ წერტილს უყურებ დაჟინებით... სხეული, სული, სისხლი გეყინება და შენც კვდები“ - რას წერს პეტრე კოლხი

„ასე ჩამეშალა გათხოვება, თანაც ძლივს გადაწყვეტილი, 24 წლის ასაკში“ - სახალისო ისტორია, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა