Digest Logo

„სამტრედიასთან ბენზინგასამართ სადგურთან გავჩერდი და ..." - ნახეთ, რა შეემთხვა გიორგი ღოღობერიძეს

1628445001
გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში დღეს გადახდენილ ამბავზე წერს. მის პოსტს „დაიჯესტი" გთავაზობთ უცვლელად.

ხალხის სიყვარულზე უფრო მნიშვნელოვანი არც თანამდებობაა და არც - ფული! დღეს, სამტრედიასთან ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან გავჩერდი. მანქანიდან არც გადმოვსულვარ და იქ ვინც იდგა, ყველა მოვიდა, მომესალმა, მადლიერება გამოხატა: დამლაგებელმა, ოპერატორმა, მენეჯერმა. ერთ-ერთმა მითხრა, სულ მაწუხებდა რაღაც სამედიცინო პრობლემა და ვიდეოების ყურების შემდეგ მიზეზიც გავიგე და მარტივადაც მოვიგვარეო… ისეთი ბედნიერი იყო , ისე უხაროდა… უბრალო ხალხი, ვინც რაღაც 300-400 ლარზე მუშაობს და ექიმთან მისვლის ფულიც კი არ აქვთ… განა მე ვარ მარტო ასე? ჩემ გარდა კიდევ ბევრი კარგი ექიმი აკეთებს ასეთ კარგ საქმეს. ჰოდა, ფულიც და თანამდებობაც წარსულს ჩაჰბარდება, მაგრამ ჩვენ მიერ სწორად გამოყენებული ფული და თანამდებობა ყველას წინ წაგვწევ", - წერს გიორგი.

ამავე თემაზე👇

„ვიღაცებს არ ვალაპარაკებ, რომ პოპულარობა ხალხისგან ფულის მისაღებად მოიპოვაო“ - რა მიზნები ჩაეშალა გიორგი ღოღობერიძეს

4 მარტივი რჩევა, თუ როგორ ვებრძოლოთ სიცხეს - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები

“არაუშავს, რომ ღარიბი ვარ. სამაგიეროდ, ის მაქვს, რაც ბევრს არ აქვს“ - გიორგი ღოღობერიძე გრანდიოზული სიახლის შესახებ საზოგადოებას მიმართავს