Digest Logo

„საფლავში ჩავძახოთ ირინა ენუქიძესა და იური ვაზაგაშვილს, რომ მათი ოცნება ახდა“ - ჯაბა ხუბუა

1633467567
ირინა ენუქიძე

„გთავაზობთ, რომ დავაორგანიზოთ აქცია – მივიდეთ ირინა ენუქიძისა და იური ვაზაგაშვილის საფლავებზე და ვახაროთ მათ, რომ სისხლიანი ნაცრეჟიმის ფიურერი ციხეშია,“ – ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში წერს.

„მოდიხართ? ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ ყურადღებას და გთავაზობთ ერთი სიმბოლური აქციის იდეას სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

ყველამ კარგად იცით, რომ ირინა ენუქიძემ და იური ვაზაგაშვილმა სიცოცხლე შესწირეს სისხლიან რეჟიმთან ბრძოლას და შესაძლებელზე მეტიც კი გააკეთეს იმისათვის, რომ დამდგარიყო დღე, როცა კაცისმივლელი სისტემის მთავარი შემოქმედი ქართულ ციხეში აღმოჩნდებოდა.

საუბედუროდ, ქალბატონი ირინა და ბატონი იური, რომლებიც რეჟიმთან შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლოებად თავიანთ სიცოცხლეშივე იქცნენ, სააკაშვილის დაპატიმრებასა და საბრალდებო სკამზე დასმას ვერ მოესწრნენ.

გთავაზობთ, რომ დავაორგანიზოთ აქცია – მივიდეთ ირინა ენუქიძისა და იური ვაზაგაშვილის საფლავებზე და ვახაროთ მათ, რომ სისხლიანი ნაცრეჟიმის ფიურერი ციხეშია!

1918 წელს, როცა საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სოციალ-დემოკრატი ვლასა მგელაძე მთაწმინდის პანთეონში ავიდა და ილია ჭავჭავაძეს საფლავში ჩასძახა – შენი ოცნება ასრულდა, საქართველო აღდგაო!

ვფიქრობთ, ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ და საფლავში ჩავძახოთ ირინა ენუქიძესა და იური ვაზაგაშვილს, რომ მათი ოცნება ახდა და სააკაშვილი ციხეშია!

გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი და თუ ეთანხმებით ამ სიმბოლური აქციის იდეას, თქვენი პოზიცია გამოხატოთ კომენტარში სიტყვით – ,,მოვდივარ!” კარგი იქნება, თუ პოსტს გააზიარებთ და რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მიიტანთ ამ იდეას,“ – წერს ჯაბა ხუბუა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵თქვენს იმედზე ვარ, სიცოცხლე გავრისკე - სააკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს

🔵სანდრა რულოვსის პირველი კომენტარი სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე

🔵„იმ კაბასავითაა, ზოგისთვის რომ ლურჯი იყო და ზოგისთვის ოქროსფერი“ - როგორ ეხმიანებიან ცნობილები სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას

🔵„არავითარი ინფორმაცია არ მქონია, რომ საქართველოში იყო“ - გიული ალასანიას პირველი კომენტარი

🔵„ვიცოდი რომ ფ...უს სიყვარული დაღუპავდა მაგას“- რას წერს ფარულავა სააკაშვილზე?