ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ნუგზარ სულაშვილი, რომელიც ამჟამად საფრანგეთში მოღვაწეობს, სოციალურ ქსელში COVID-19– ის სამკურნალო მედიკამენტებზე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც სულაშვილი წერს, მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) უკვე დაამტკიცა დიდ ბრიტანეთში COVID-19– ის პრევენციისა და მკურნალობის პირველი ანტისხეულების სამკურნალო საშუალების გამოყენება.
„სასიხარულო ინფორმაცია!!!
გუშინ გესაუბრებოდით იმ მედიკამენტების შესახებ, რომელიც მეცნიერთა განსაკუთრებული ინტერესის სფეროში მოექცა COVID-19 დასამარცხებლად და აღვნიშნე, რომ ამ მედიკამენტის წარმოება წლის ბოლოს იგეგმებოდა.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) უკვე დაამტკიცა დიდ ბრიტანეთში COVID-19– ის პრევენციისა და მკურნალობის პირველი ანტისხეულების სამკურნალო საშუალების გამოყენება.
მადლობა მეცნიერთა თავდადებულ შრომას.
ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ პანდემიას!!!”,- წერს ნუგზარ სულაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵 „ეს არის პანიკის შექმნის ყველაზე ეფექტური გზა“ - ზურაბ გურული
🔵რა პოზიცია ჰქონდა შევარდნაძეს „თვითმფრინავის ბიჭების“ საქმეზე - დღემდე გასაიდუმლოებული ოქმი