Digest Logo

„სასტიკი ცემა და 5 დღეში გარდაცვალება, გვჭირდება პასუხი - არის თუ არა ამ ორ ფაქტს შორის კავშირი?“ - რას წერს სანაია?

1625986428
სანაია

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

„დილით გარდაცვლილი იპოვა დედამისმა ლოგინში… მიზეზი ჯერ არ იციან,“ – წერს ლევან შერმადინი სოციალურ ქსელში.

როგორც ცნობილია, ლაშა ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მას ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჯერჯერობით უცნობია გარდაცვალების მიზეზი.

ამ ამბავს გამოეხმაურა ჟურნალისტი, ვახო სანაია და ფეისბუკში პოსტი გამოაქვეყნა.

 

„ხელისუფლება და საპატრიარქო, აი აქ ჰყვება მირანდა, რა გაუკეთეთ 5 ივლისს ოპერატორს, რომელიც დღეს გარდაიცვალა.
სასწრაფოდ დასადგენია ოფიციალური მიზეზი. გვაქვს 2 ფაქტი - სასტიკი ცემა და 5 დღეში გარდაცვალება.
გვჭირდება პასუხი - არის თუ არა ამ ორ ფაქტს შორის კავშირი?“ - წერს სანაია.