ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ CROSTY-ზე დაწერილი სტატუსის საშუალებით მისი საშობაო ოცნება ასრულდა.
„გადარეული ვარ! არც ვიცი როგორ დავწერო ისე, რომ ზუსტად მივიდეს ადრესატამდე რასაც ახლა მე ვგრძნობ. აქ ფეხსაცმელში არაა საქმე, აქ ბრენდის დამოკიდებულებაზე, ყურადღებაზე, გულთან მიტანაზეა და ამან კიდე უფრო გამაბედნიერა.
რაც მთავარია ზაზა ფაჩულიასთვის სულ მინდოდა მეთქვა, რა მაგარია, რომ ქართველია და ახლა ვეტყვი! მართალია, არ მჩვევია ინბოქსის გაზიარება, მაგრამ ის წელს ჩემი სანტაა და მინდა გაგიზიაროთ! მადლობა, მადლობა, მადლობა! მინდა რასაც ჩაიფიქრებთ აგისრულდეთ!“ – ზაქარია ჭელიძე.
ცნობისთვის, ზაქარია ჭელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „Black Friday ვიფიქრე CROSTY ვიყიდო თუ Trip It - თრიფ ით გავყვე ტურში სტამბოლში?
მაგრამ 4 ღამე თბილისიდან ფრენით ტრანსფერით საუზმით ფაქტობრივად სტამბოლის რუსთაველზე ცხოვრებით 550 ლარი ჯდება. პლუს მეგობრები და დაუვიწყარი დღეები. მივხვდი რომ ჩემი საოცნებო Crosty უფრო ძვირია და კიდევ გადაიდო შემდეგ შავ პარასკევამდე. დილის ფიქრები გაგიზიარეთ, ალბათ ფიქრობთ მეტი დარდი არ გქონდეს შენო. სწორია არ მქონდეს მეც ვიღლები ფიზიკურ-მორალურად“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: