იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ე.წ. შავ პარასკევთან დაკავშირებული გაზრდილი მობილობის პირობებში, მოსახლეობამ კიდევ უფრო გაამკაცროს რეგულაციების დაცვა.
„თუ ჩვენ სავაჭრო სივრცეში შევდივართ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად გვეკეთოს პირბადე. ვერ ვიტყვი, რომ დისტანციის დაცვა მოხერხდება, მაგრამ მაინც მაქსიმალურად ვეცადოთ დისტანცირება, ყოველ შემთხვევაში - პირისპირ კონტაქტის თავიდან არიდება. თუ მართლაც იქნება ასეთი აჟიოტაჟი და ბევრი ადამიანის თავმოყრა, ორი პირბადე გაიკეთეთ“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 826 714 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 768 559, გარდაიცვალა 11736 პაციენტი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„სისხლი გაჩერდა ვერაფერს ვერ ვამბობ“ - იმედო ლაცაბიძე გარდაიცვალა
🔵„გადაჭამეთ უკვე ერთმანეთი… ფარსია ეს ყველაფერი და ფარისევლები ხართ ყველა!“ - რას წერს ეკო ფანგანი
🔵არ ჩავაკეტვინოთ ქვეყანა, ყველაფერი ჩვენს ხელშია - რას წერს გიორგი ფხაკაძე