Digest Logo

„სავსეა ბავშვთა საავადმყოფო! ბავშვები ვერ სუნთქავენ" - რას ჰყვება კოვიდდადებითი ბავშვის დედა

1627031028
სოფო ხუციშვილი

„მთავარი არხის" პროდიუსერი, სოფო ხუციშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს. ამბობს, რომ ის და მისი შვილი კარგად არიან და საცხოვრებელ სახლს დაუბრუნდნენ.

„ჩემო მეგობრებო, ვიცი როგორ აგაფორიაქეთ და განერვიულეთ. სახლში ვართ მე და მარიამი მეორე დღეა. მთავარია, ახლა ჩემი მზე ბევრად კარგადაა. კოვიდდადებითი დედა - შვილის სიყვარული გვიწილადებია ყველასთვის. გაუფრთხილდით ერთმანეთს, მაპატიეთ, თუ ვინმესთვის ჩვენ აღმოვჩნდით წყარო.
არავის არ უნდა გაუჭირდეს და ყველა უნდა იყოს კარგად , მაგრამ არასოდეს ამომივა ყურებიდან და თვალებიდან ჯოჯოხეთი ჩვენ რომ 24 საათი გაჭირვებულებმა გავიარეთ, სავსეა ბავშვთა საავადმყოფო! ბავშვები ვერ სუნთქავენ. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენს შვილებს და ჩვენ კოვიდის დროს გვივლიან, არიან გმირები, უძეგლოდ დაკარგული დიდებული ადამიანები. მადლობა Maia Chkhaidze-ს თავის უმაგრეს გუნდთან ერთად. მადლობა ჩემს მთავარ არხს, ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, ჩემს ოჯახს და ნათესავებს. ახლა მთავარია მალე დაგიბრუნდეთ, ძალიან მომენატრეთ",- წერს სოფო ხუციშვილი.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

„სინოფარმით“ აცრილ ჩემს შვილს, დელტა შტამი დაუდგინდა...“ - ეკა გაბაშვილი საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს

„შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამე უფრო აპოკალიფსური, ვიდრე ქიმიურ კომაში შეყვანილი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული ბავშვი, რომელიც სიცოცხლისთვის იბრძვის და მარცხდება?“

„ინფიცირებული ბავშვების კლინიკაში დაყოვნება, ძირითადად, 3 დღეს არ აღემატება" - თამარ გაბუნია