Digest Logo

„შემოვიდნენ წასაყვანად, შავ ფორმაში ჩაცმულები... შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს, სად“ - მიხეილ სააკაშვილი

1640667659
მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან საგანგებო მიმართვას ავრცელებს, რომელიც მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა. მისი ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაყვანა შავ ფორმაში ჩაცმულ ადამიანებს უნდოდათ.

„დღეს შემოვიდნენ წასაყვანად, 6-ის ნახევარი იქნებოდა, შავ ფორმაში ჩაცმულები. შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს, სად.

მე მოვითხოვე წნევის და პულსის შემოწმება. წნევა მქონდა 180, მეორე გაზომვაზე 200-110-ზე. ჩემი ნორმალური წნევა არის 120-80. ეს იყო აბსოლუტური ჰიპერტონიული კრიზი. არასდროს მქონია ასეთი წნევა და პულსი.
ამის შემდეგ სცადეს ძალით გაყვანა.

მე გავუწიე წინააღმდეგობა. ამის შემდეგ გავითიშე და არ მახსოვს არაფერი. გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მედგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდი და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. ასევე მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ და არ შემოუშვეს.

ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზისი, რომელიც ოდესმე მქონია. თან სულ მიღებდნენ ვიდეოს. მათ შორის სამედიცინო პროცედურების დროს, ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„სიგარეტს 15 წლიდან ვეწეოდი, მამა რომ გარდაიცვალა, 6 ბლოკი სიგარეტი მოვწიე... ისრაელში დედას ონკოლოგმა მირჩია თავის დანებება...“ - ნინი ქარსელაძე

„მამის ღრიალმა ზეცამდე ვერ მიაღწია.. ოთხჯერ გაჩერდა იმ დედის გული, რომლის შვილები სიკვდილის ჩიტებმა წაიყვანეს“ - ჟურნალისტი

🔵ნანი ბრეგვაძის ყველაზე დიდი საიდუმლო და ცოტა რამ მის უიღბლო სიყვარულზე

🔵ეკა მამალაძის 2 ქმარი, მარტოხელა დედობა და რომანი მეგობრის ქმართან