Digest Logo

შეტევა გამიმეორდა - მთელი ღამე მეჩვენებოდა, რომ ოთახი პატარავდებოდა - ვიკა ბუკია

1600928456
კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი

კორონავირუსით ინფიცირებული „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ვიკა ბუკია თავს ისევ ცუდად გრძნობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„მთელი ღამე მეჩვენებოდა, რომ ოთახი პატარავდებოდა. რატომ გავიჭედე? ენერგია ნული, მინუს უსასრულობა. გუშინ ღამე ისევ იყო ეს შეტევა: ოფლი სახეზე, უჰაერობა, გულისრევა და პანიკური შიში. მაგ დროს ჰაერი უბრალოდ არაა. შემდეგ გჭირდება ჟანგბადი, ფეხები მაღლა უნდა აწიო, დაუძახო ექთნებს და უბრალოდ პანიკას არ აყვე. არ აყვე. არ აყვე. ეს ალბათ უკვე ვირუსი აღარაა. უფრო პანიკა მიტევს.

დღეს ვწევარ. არაფერი არ მჭირს. უბრალოდ არ მაქვს 1 გრამი ძალა. როგორც ამბობენ, ეს ყველაფერი ჩემი იმუნიტეტის გამო ხდება, რომლის აღდგენა მშობიარობის შემდეგ ვერ მოვასწარი.

ლევანი უფრო კარგადაა… ტესტები გაგვიკეთეს, ველოდებით პასუხებს“, – წერს ვიკა ბუკია.

ცნობისთვის, ვიკა ბუკიას კორონავირუსი 18 სექტემბერს დაუდგინდა.