Digest Logo

„შველას ითხოვდა... ერთ-ერთი ხის ტოტს იყო ჩაჭიდებული და მეორე ხელით მეორე ადამიანს იჭერდა“ - გაიცანით ბიჭი, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა

1640322980
ლუკა სამსონიძე

სოციალური ქსელის ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში მცირეწლოვანი ბავშვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ჯგუფის წევრი ბადრი სამსონიძე წერს, რომ სკოლის მოსწავლემ მდინარეში ჩავარდნილი ორი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო.

„დღეს ლუკა სამსონიძემ ჩაიდინა სამაგალითო საქციელი. პირნათლად შეასრულა მოქალაქეობრივი ვალი. კერძოდ, მან გადაარჩინა ორი ადამიანის სიცოცხლე..

გზად მიმავალმა გვარამაძის ქუჩაზე გაიგონა კაცის ყვირილი, რომელიც შველას ითხოვდა.. გადაიხედა და დაინახა, რომ ორი ადამიანი მდინარეში იყვნენ გადავარდნილები..

ერთ-ერთი ხის ტოტს იყო ჩაჭიდებული და მეორე ხელით მეორე ადამიანს იჭერდა, რათა დინებას არ წაეღო და შველას ითხოვდა.

ლუკა გაიქცა უახლოეს მანქანასთან და მძღოლს შეატყობინა. მძღოლმა დარეკა სამაშველო სამსახურში, მოხერხდა ორივე ადამიანის ამოყვანა წყლიდან და საავადმყოფოში გადაყვანა...

პ.ს მადლობა ლუკას ღირსეული საქციელისთვის.. “, - წერს ბადრი სამსონიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„ინფორმაცია მათთვის, ვინც ჯერ კიდევ დარწმუნებულია, რომ კოვიდის გადატანა უკეთესია, ვიდრე აცრა“ - ზაზა წერეთელი

VIDEO: „დამიბრუნოს ჩემი შვილი და ვაპატიებ ყველაფერს... შეცდომები კი არა, გამოუსწორებელი დანაშაულები აქვს ჩადენილი“ - ია მეტრეველი

„ვისაც გაგიიაფდათ მე და ჩემნაირები გეპატიჟებით, კი არ მინდოდა, მაგრამ „თქვენი გადახდილია“... - თეონა ჭალიძე

„@ლე რო ხარ, მაგას ვერც ტალახაძის შტერული წამოძახილი შეცვლის და ვერც ღარიბაშვილის კარგი ინიციატივა“ – გიორგი მგალობლიშვილი მოთამაშეებზე